უსაინ ბოლტი: მარიო ბალოტელი არ მომწონს

AutoSharing Option
მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანი, ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი უსაინ ბოლტი იტალიის დედაქალაქ რომში ჩავიდა, სადაც მონაწილეობა უნდა მიიღოს "ბრილიანტის ლიგის" სერიის მორიგ ეტაპზე. იტალიაში იამაიკელმა, რომელიც ცნობილია ფეხბურთისადმი სიყვარულით, თავისი მოსაზრება გაგვიზიარა იტალიის ნაკრების ფორვარდის მარიო ბალოტელის შესახებ.

"ბალოტელი – შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ, ჩემი აზრით, ზედმეტად აგრესიული. ის არასოდეს აცილებს პენალტს. ორჯერ მომიწია მასთან შეხვედრა და თუ სიმართლე გაინტერესებთ, მე ის დიდად არ მომეწონა", - განაცხადა ბოლტმა რომში გამართულ პრესკონერენციაზე.

ბალოტელი ვალში არ დარჩა სპრინტში მსოფლიოს რეკორდსმენს და თავის "ტვიტერზე" კომენტარი გაუკეთა
ბოლტის გამონათქვამებს.

"უსაინ, სანამ ადამიანს არ გაიცნობ, არ არის საჭირო მასზე აზრის გამოთქმა. შენი მხრიდან არაკორექტული საქციელია, ჩემზე ასეთი ლაპარაკი", - დაწერა ფეხბურთელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული