პისტორიუსის ნათესავის სიტყვებით, პარალიმპიელს მიმდინარე წლის აგვისტოში გაათავისუფლებენ. შეგახსენებთ, რომ მძლეოსანმა შეყვარებული რევა სტენკამპის არაგანზრახ მკვლელობისთვის ხუთწლიანი პატიმრობა მიიღო.
სამხრეთ აფრიკის პრესა წერს, რომ ამა წლის ნოემბერში მორბენალის საქმეზე სასამართლო მორიგ აპელაციას განიხილავს, მანამდე კი პისტორიუსი შინაპატიმრობაში იქნება. ამჟამად, ოსკარი სასჯელს ქალაქ პრეტორიის ციხეში იხდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"