სპორტსმენის გამოუცხადებლობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც იცით, პისტორიუსს რივა სტენკამპის მკვლელობისთვის ხუთი წელი მიუსაჯეს, მაგრამ ამ განაჩენით აღშფოთებულმა პროკურორმა ჯერი ნილმა სასამართლოში აპელაცია შეიტანა და მძლეოსნის 25-წლიანი პატიმრობით დასჯას ითხოვს.
თუ ნილი ადგილობრივ სასამართლოში თავისას ვერ მიაღწევს, მას შეეძლება მიმართოს უმაღლეს სასამართლოს. ამ შემთხვევაში პისტორიუსის ადვოკატებს შეეძლებათ, თავიანთი კლიენტის ციხიდან თავდებით გაშვება მოითხოვონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"