ამპუტანტები მხოლოდ საკუთარ ლიგაში

AutoSharing Option
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ პროთეიზიან ამპუტანტ-სპორტსმენებს აუკრძალა თავისი ეგიდით გასამართ ტურნირებში მონაწილეობა, - წერს DeMorgen.be.

ფედერაციის ჩინოვნიკებს მიაჩნიათ, რომ პროთეზების გამოყენებამ, შესაძლოა, გარკვეული უპირატესობა მოუტანოთ ათლეტებს. გადაწყვეტილება ამა წლის ნოემბრიდან შევა ძალაში. საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ესარ გაბრიელმა იმედი გამოთქვა, რომ ამპუტანტი-სპორტსმენები ცალკე ლიგაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

ყველაზე ცნობილი სპორტსმენი-ამპუტანტია სამხრეთაფრიკელი ოსკარ პისტორიუსი, რომელიც, ამჟამად, სასჯელს იხდის საკუთარი შეყვარებულის რევა სტენკამპის მკვლელობისთვის.

პისტორიუსს მუხლს ქვემოთ ორივე კიდური ამპუტირებული აქვს. და ის პროთეზებით მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობდა, სადაც ვერცხლის მედალი აიღო 4x400
მეტრზე ესტაფეტაში. ოსკარი ასევე ვიხილეთ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე. სამხრეთაფრიკელი პარალიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონია.

გერმანელმა სიგრძეზე მხტომელმა მარკუს რემმა, რომელსაც მარჯვენა ფეხზე აქვს პროთეზი, ოქროს მედალი მოიგო 2014 წელს, გერმანიის ჩემპიონატზე და ევროპის პირველობის საგზურიც მოიპოვა, მაგრამ იქ ვერ გაემგზავრა, რადგან ეროვნულმა ფედერაციამ შეუძლებლად მიიჩნია მისი შედეგების შედარება ჩვეულებრივი სპორტსმენების მიღწევებთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული