ოსკარ პისტორიუსს გარეთ უშვებენ

AutoSharing Option
პარალიმპიელი მძლეოსანი ოსკარ პისტორიუსი, რომელიც ხუთწლიან პატიმრობას იხდის მეგობარი ქალის რევა სტენკაპმის მკვლელობისთვის, 20 ოქტომბერს დატოვებს საპყრობილეს. ამის შესახებ წერს სააგენტო "როიტერი".

"კომისიამ გადაწყვიტა თავდებით გაანთავისუფლოს ოსკარ პისტორიუსი და დაუწესოს მას თვალთვალი 2015 წლის 20 ოქტომბრიდან პატიმრობის ვადის ბოლომდე - 2019 წლის 20 ოქტომბრამდე", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება მიიღეს დაღუპული გოგონას მშობლებთან კონსულტაციის შემდეგ. ვარაუდობენ, რომ ოსკარი ქალაქ პრეტორიას ფეშენებელურ რაიონში, ბიძასთან იცხოვრებს.

საინტერესოა, რომ ნოემბერის დასაწყისში, სამხრეთ აფრიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლო განიხილავს პისტორიუსის სასჯელზე პროკურატურის პროტესტს. ბრალდების
მხარეს განზრახული აქვს მუხლის შეცვლა განზრახ მკვლელობაზე, რომელიც ითვალისწინებს 15-წლიან მინიმალურ ვადას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული