მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დაიჭირეს

AutoSharing Option
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლამინ დიაკი და მისი ადვოკატი ეჭვმიტანილები არიან რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციისგან ქრთამის აღებაში.

გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დიაკს უნდა დაემალა რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტები. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" წერს.

ყოფილი პრეზიდენტი და მისი უფლებების დამცველი ჰაბიბ სისე ორი დღის წინ დააპატიმრეს კორუპციის ბრალდებით. დასახელებულია ქრთამის ოდენობა - ერთი მილიონი ევრო.

ასევე დაპატიმრებულია მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ანტისადოპინგო დეპარტამენტის ყოფილი შეფი გაბრიელ დოლე. როგორც გამოძიების დეტალებიდან ირკვევა, ამ სამეულმა მინიმუმ ექვს რუს მძლეოსანს დააფარა ხელი.

დიაკი საერთაშორისო
ფედერაციას 15 წელი ედგა სათავეში და ამ ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტი გახდა. აგვისტოში, ფედერაციის ახალი პრეზიდენტი გახდა ბრიტანელი სებასტიან კოე.

ამა წლის ზაფხულში დაიწერა იმის შესახებ, რომ სპორტსმენთა ბიოლოგიურ პასპორტებში ანომალიურ მონაცემებზე დაყრდნობით, საერთაშორისო ფედერაციამ 63 საქმე აღძრა. 31 ასეთი საქმე რუსი სპორტსმენების წინააღმდეგაა აღძრული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული