ლაშა თორღვაიძე 16.87 მეტრზე გადახტა, ხოლო ბენიკ აბრამიანმა ბირთვი 20.54 მეტრზე ისროლა, რაც საკმარისი გამოდგა სალიცენზიო ნორმატივის შესასრულებლად. გარდა ამისა, ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ოქროს მედლებიც მოიპოვეს.
ჩვენი მძლეოსნები ალმაათიდან ხვალ, 08.25 საათზე ჩამოფრინდებიან.