უსაინ ბოლტი ტრავმამ შეაწუხა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა ტრავმა მიიღო იამაიკის ჩემპიონატზე და ჯერ არ აქვს მოპოვებული რიოს ოლიმპიადის საგზური. ექვსგზის ოლიმპიურ ჩემპიონს იმედი აქვს, რომ ზაფხულის თამაშებზე გამოსვლის უფლებას ლონდონის ტურნირზე შეძლებს.

"პირველი რაუნდის გარბენის შემდეგ, ბარძაყის არეში დისკომფორტი ვიგრძენი. იგივე დამემართა ნახევარფინალში. გამსინჯა ეროვნული ნაკრების მთავარმა ექიმმა და პირველი ხარისხის დაჭიმულობა დამიდგინა.

სამედიცინო მიზეზებით, უარი ვთქვი 100 მეტრზე ფინალსა და მთლიანად ჩემპიონატში გამოსვლაზე. დაუყოვნებლივ შევუდგები აღდგენით პროცედურებს და იმედი მაქვს, მზად ვიქნები ლონდონის ყოველწლიური თამაშებისთვის, რომელიც 22 ივლისს გაიმართება. სწორედ იქ ვგეგმავ
რიოს ოლიმპიადის საგზურის მოპოვებას", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" ბოლტმა.

იამაიკელმა მოიგო ნახევარფინალური გარბენი შედეგით - 10.04 წამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული