რეკორდები რიოს შემდეგ

AutoSharing Option
რიოს ოლიმპიადით გამოწვეული პაუზის შემდეგ, განახლდა მძლეოსნობაში კომერციული სერიის - "ბრილიანტის ლიგის" გათამაშება. შაბათს გაიმართა მორიგი ეტაპი პარიზში და ადგილობრივი პუბლიკა მსოფლიოს ორი რეკორდის მოწმე გახდა.

უროს ტყორცნაში რიოს ოლიმპიადის ჩემპიონმა, პოლონელმა ანიტა ვლოდარჩიკმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორჯერ განაახლა მსოფლიოს რეკორდი. პირველი მან სწორედ ოლიმპიურ თამაშებზე, 15 აგვისტოს დაამყარა - 82.29 მეტრი. პარიზში კი ეს შედეგი 69 სანტიმეტრით გააუმჯობესა და ახლა, მსოფლიოს ახალი რეკორდი 82.98 მეტრს უდრის.

"ვგრძნობდი, რომ რეკორდს დავამყარებდი და ასეც მოხდა. ძალიან ახლოს ვიყავი 83 მეტრთან,
მაგრამ მოდით, ეს შემდეგისთვის გადავდოთ", - განაცხადა 31 წლის პოლონელმა, რომელიც მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონია.

კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა რუთ ჯებეტი ბაჰრეინიდან. მან მთელი ექვსი წამით გააუმჯობესა რუსი გულნარა გალკინა-სამიტოვას რეკორდი 3000 მეტრზე სტიპლჩეზში. წინა რეკორდი 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე იყო დამყარებული, ახალი რეკორდი კი 8 წუთსა და 52.78 წამს უდრის.

შეგახსენებთ, რომ ჯებეტი რიოს ოლიმპიადის ჩემპიონია 3000 მეტრზე სტიპლჩეზში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული