საქართველოს ჩემპიონატი: ევროპა ორ ასაკს ელოდება

AutoSharing Option
საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულ ჩემპიონატს ამჯერადაც "ივენთ ჰოლმა" უმასპინძლა.

შეჯიბრებაში, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია და სპორტის სამინისტრო, სხვადასხვა რეგიონის 200-ზე მეტი წარმომადგენელი ჩაება. გამარჯვებულები და პრიზიორები, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ხელით 8-8 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

შესანიშნავად იასპარეზა მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა გენადი კვიკვინიამ (110 კგ), რომელმაც ორი ოქროს მედალი დაისაკუთრა: როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით ფინალში ლევან საგინაშვილი დაამარცხა.

მსოფლიოს ჩემპიონი ახლოს იყო მესამედაც ასულიყო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, მაგრამ გადამწყვეტი პაექრობა 100 კილოში მარჯვენა ხელით გამარჯვებულ ვასილ დაუთაშვილთან
დათმო, რომელიც თავის წონაში მსოფლიოს და ევროპის პრიზიორია.

ხობელმა ვილენ გაბრავამ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონობა ორჯერ, ევროპისა კი სამჯერ მოიპოვა. ამჯერად მან 65 კილოში იასპარეზა და აქაც შეუდარებელი იყო: მარჯვენა ხელით ნიკა წერეთელი დაამარცხა, მარცხენათი - რევაზ გოგიაშვილი.

- სპორტსმენთა მომზადების დონითა და ჩემპიონატის დაძაბული ორთაბრძოლებით კმაყოფილი ვარ, - გვითხრა საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ერეკლე გურჩიანმა. - მართალია, ახალგაზრდებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს გამოცდილ სპორტსმენებს, მაგრამ კვარცხლბეკზე უმთავრესად მაინც ფავორიტები ავიდნენ.

13-20 მაისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც უფროსებთან ერთად ახალგაზრდებიც იასპარეზებენ. ორივე ასაკში საქართველოს ნაკრებთა ძირითადი ბირთვი დაკომპლექტებულია. ზოგიერთ წონაში მონაწილის გამოსავლენად რამდენიმე საკონტროლო შეხვედრის გამართვა მოგვიწევს, რის შემდეგაც საბოლოოდ დაზუსტდება ორივე გუნდის შემადგენლობა.

პოლონეთში 12-13 სპორტსმენით გავემგზავრებით. ვეცდებით, შეჯიბრებიდან უწინდელივით ხელდამშვენებულნი დავბრუნდეთ.

კვარცხლბეკი
მარჯვენა ხელი. 60 კგ. 1. ლაშა კახელიშვილი (თბილისი), 2. გელა არაბული (ახმეტა), 3. ნოდარ შუბითიძე (გორი).

65 კგ. 1. ვილენ გაბრავა (ხობი), 2. ნიკა წერეთელი (თბილისი), 3. დავით ბრეგვაძე (ხობი).

70 კგ. 1. ალექსი აბუთიძე (ქუთაისი), 2. ომარ კვარაცხელია (თბილისი), 3. ნიკა კლდიაშვილი (ქუთაისი).

75 კგ. 1. ზაზა თაბაგარი, 2. მალხაზ ხვედელიძე, 3. კობა მამამთავრიშვილი (სამივე - თბილისი).

80 კგ. 1. გიორგი ფალიაშვილი (თბილისი), 2. რევაზ რუხაძე (რუსთავი), 3. გიორგი ალბუთაშვილი (თბილისი).

90 კგ. 1. პეტრე წიქარიძე (თბილისი), 2. არჩილ თევდორაძე (ქუთაისი), 3. გიორგი დემეტრაშვილი (თბილისი).

100 კგ. 1. ვასიკო დაუთაშვილი, 2. რაჩო გახარია (ორივე - თბილისი), 3. ლევან მოწონელიძე (ქუთაისი).

110 კგ. 1. გენადი კვიკვინია (ხობი), 2. ლევან საგინაშვილი, 3. რევაზ ლუტიძე (ორივე - თბილისი).

აბსოლუტური კატეგორია. 1. ვასილ დაუთაშვილი (თბილისი), 2. გენადი კვიკვინია (ხობი), 3. ირაკლი გამთენაძე (ქუთაისი).

მარცხენა მკლავი. 65 კგ. 1. გელა არაბული (ახმეტა), 2. ლაშა კახელიშვილი (თბილისი), 3. ნოდარ შუბითიძე (გორი).

65 კგ. 1. ვილენ გაბრავა (თბილისი), 2. რევაზ გოგიაშვილი (ყვარელი), 3. შალვა გაბისიანი (თბილისი).

70 კგ. 1. ილია კვანჭიანი, 2. გიორგი ასუმბანი (ორივე - თბილისი), 3. გიორგი ობოლაშვილი (მარტყოფი).

75 კგ. 1. ზაზა თაბაგარი (თბილისი), 2. ოთარ თავართქილაძე (ბათუმი), 3. მალხაზ ხვედელიძე (საჩხერე).

80 კგ. 1. გიორგი ალბუთაშვილი, 2. ვახტანგ ბერიძე (ორივე - თბილისი), 3. გიორგი ხარებაშვილი (საგარეჯო).

90 კგ. 1. ირაკლი გამთენაძე (ქუთაისი), 2. ვალერი გობეჯიშვილი, 3. გიორგი დემეტრაშვილი (ორივე - თბილისი).

100 კგ. 1. გურამ თაშურიშვილი, 2. ვასილ დაუთაშვილი, 3. რაჩო გახარია (სამივე - თბილისი).

110 კგ. 1. გენადი კვიკვინია (ხობი), 2. ლევან საგინაშვილი, 3. რევაზ ლუტიძე (ორივე - თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული