ლაშა კახელაშვილის ვერცხლის მედალი მკლავჭიდელთა მსოფლიოს თასიდან

AutoSharing Option
9-12 ნოემბერს პოლონეთის დედაქალაქმა ვარშავამ მკლავჭიდელთა შორის მსოფლიოს თასს უმასპინძლა.

ტურნირზე მონაწილეობა 30 ქვეყნის სპორტსმენებმა და მათ შორის ქართველებმაც მიიღეს. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე 5 მკლავჭიდელით წარსდგა და 1 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

მედლის მოპოვება ლაშა კახელაშვილმა შეძლო, ვინც ფინალამდე 12 ურთულესი დაპირისპირების დაძლევა მოახერხა; გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახ სპორტსმენთან დამარცხდა, საბოლოოდ კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული