"სოსო ჯაჭვლიანმა საქართველოს ნაკრები პირდაპირ საროსკიპოში განათავსა"

AutoSharing Option
მკლავჭიდელებმა სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ პარლამენტის წინ აქცია გამართეს. სპორტსმენები მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას ითხოვენ და მას დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

სპორტსმენები ჯაჭვლიანის მიერ თანხების მითვისებაზეც საუბრობენ.

"8 თვის განმავლობაში ეს ადამიანი ჩემს პირად ხელფასს ითვისებდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი კარგი ასპარეზობის შედეგად მე, როგორც მწვრთნელს 30 000 ლარი დამერიცხა, მაგრამ ამ 30 000-დან 23 000 სოსო ჯაჭვლიანმა თაღლითურად მიითვისა.

2015 წელს ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზეთ, ასევე ვიასპარეზეთ მსოფლიო ჩემპიონატზე. ევროპაზე ჩვენი გუნდი მეორე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში ვართ სამეულში.
პირადად ჩემს სახელზე უნდა ყოფილიყო პრემია 40 000 ლარი, მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ სოსო ჯაჭვლიანმა მწვრთნელად საკუთარი თავი დაიწერა და კუთვნილი პრემია მიითვისა.

გარდა ამისა, არის სხვა უამრავი გადაცდომა. მალაიზიაში მსოფლიო ჩემპიონატისას ჩვენ სასტუმროდან გამოგვიყვანა და საქართველოს ეროვნული ნაკრები პირდაპირ საროსკიპოში განათავსა.

ერთ-ერთ სპორტსმენს კი, რომელსაც გარდაბნის გამგეობამ 1 500 ლარი ჩაურიცხა, ნახევარი, 750 ლარი სოსო ჯაჭვლიანმა გამოსძალა", - აცხადებს ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებთა ყოფილი მწვრთნელი გელა ბექაური.

პარლამენტის წინ შეკრებილთა მტკიცებით, ჯაჭვლიანი არაფერს აკეთებს მკლავჭიდის განვითარებისთვის და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მათი განცხადებით, თუკი მათი მოთხოვნის საპასუხოდ სათანადო ნაბიჯები არ გადაიდგმება და სოსო ჯაჭვლიანი მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს არ დატოვებს, ნაკრები ჩემპიონატებსა და ტურნირებში ასპარეზობაზე უარს იტყვის. 

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 26 /
სოსო ჯაჭვლიანი უნამუსო კაცია ფული საიდან გააკეთოს იმას ფიქრობს , მაგ კაცს მკლავჭიდი არ უყვარს იძახის ძიუდოისტი ვარო და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტია, იბრალებს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ვარო, ნეტა როდის მოიგო :D გაგებაში არარი არაფრის, რაც სოსოა ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს ჩემპიონატი არ ჩატარებულა ელემენტარულია და ამით ნათქვამია ყველაფერი. უნამუსოოო
თორნიკე
17 თებერვალი 2016 11:38
0
ნორმალური ადამიანი ოცნებაში არ არსებობს.ნორმალური და არა მაგარი...
საქართველო გაუმაძღრების ხელშია
17 თებერვალი 2016 11:12
0
მკლავჭიდელთა უმრავლესობა როგორც ამბობდენ სააკაშვილის ზონდერები იყვნენ,ამიტომ ამათი არც ჩემპიონობა მინდა და არც არანაირი გამარგვებები,ესენი მიშას უნდა მიუყარო.ნახეთ აქეთ კიდევ გაგულისებულები გვაწვებიან ზონდერები,მიშას ლაქიები.
mklavWidelebs
17 თებერვალი 2016 10:52
0
არ გამიკვირდა, საიდან სოსოს ჯიპები და სხვა მსგავსი სიკეთეები!!! ხელფასით!!! ....
ნატალი
17 თებერვალი 2016 10:30
0
ამას პროტესტის გამოთქმა არ შველის. ეს არის სუფტა პროკურატურის გამოსაძიებელი საქმე. თუმცა პროკურატურა ფაფუუუუუუუუუ..... თუ ძმა ხარ...
გიო
17 თებერვალი 2016 10:28
0
Nika-ს. ლოგიკას აცდენილი ხარ ნაღდად. როგორ წარმოგიდგენია, მიშას დროს სოსო ჯაჭვლიანი მკლავჭიდელთა ფედერაციის პრეზიდენტად და მისი ნაკრების წევრი ზონდერად? მე ვერ წარმომიდგენია. ამით ხომ სოსოს აყენებ შეურაცყოფას. ამასთან, პოლიტვირუსით ხომ უნდა განთავისუფლდეთ ოდესმე!!! მე ის უფრო მაკვირვებს, რატომ დუმს ამ ყველაფერზე ჯაჭვლიანი?
კაკო
17 თებერვალი 2016 10:23
0
მომიტინგეების გასაგონად კიდე ერთხელ ეგ პროკურატურის საქმეა და არა პარლამენტის მიმართედ პროკურატურას დადეთ ფაქტები და დაიწყება გამოძიება.სხვანაირად გამოვა ჭორიკნობა და ინტრიგანობა.ვინც ეგეთ კითხვას სვამს არის თუარა პროკურატურა მზად განიხილოს ეს საქმე მას წარმოდგენა არ ქონია მართლმსაჯულებაზე მზად არის კიარა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება რაც შეეხება ოცნების წევრობას ბევრი ოცნების მომხრე და წევრი ხეხავს საკანს მარა ნაცების დროს ეგეთი რამ მართლა არ მახსენდება თავის თავს ხოარ დაიჭერდენ მიშა ადეიშვილი და ბოკერია.დდ
qutaiseli
17 თებერვალი 2016 10:09
0
ჯაჭვლიანმა რა ქნა და როგორ არ ვიცი, შეიება მართალიც იყოს აქ რაც წერია, ან მახევრად იყოს მართალი. მაგრამ ტაც ზუსტად ვიცი და ჩემი თვალით მინახავს ის არის რომ მკლავჭიდელები მიშას ზონდერები იყვნენ და კუნთებიანი ხალხი სადაც ჭირდებოდათ ხშირად უშვებდნენ. ამიტო ეჭვი მაქვს პოლიტიკური ამბავია აქ რაღაც!
Nika
17 თებერვალი 2016 10:03
0
იბიარდები ელანდება ყველგან.

და რა ნამუსით იძახის რელიგიის შეურაცჰყოფა უნდა დაისაჯოსო.
giga
17 თებერვალი 2016 09:47
0
დურუ-ს. არასწორია "ვარესი". სწორია "უარესი". ეს ისე, მომავლისთვის.
pedagogi cira
17 თებერვალი 2016 09:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული