ევროპის ჩემპიონატი: ამსტერდამშიც ულიცენზიოდ დავრჩით

AutoSharing Option
25 მაისს ამსტერდამში, მშვილდოსანთა ევროპის პირველობაზე სალიცენზიო ტურნირი გაიმართა, რომელმაც ლონდონში წამსვლელი კიდევ 3-3 ვაჟი და ქალი გამოავლინა, თუმცა ამ სამეულში ქართველები ვერ მოხვდნენ.

ჩვენებურთაგან პლეი ოფის პირველ წრეში მხოლოდ თორნიკე რიჟამაძე ისროდა და ბელარუს ალექსეი მიკალაუსთან 0:6 დამარცხდა.

ამ დროს სხვები ისვენებდნენ, თუმცა ამან ვერაფერი არგოთ - ლაშა ფხაკაძე ბელგიელ მიხაელ დეკერსთან 2:6 წააგო, ირაკლი ქვლივიძეს კი პირველ წრეში სერბი ლუკა გროზდანოვიჩი არ გამოუცხადდა, მეორეში კი გერმანელ სებასტიან როჰრბერგთან 0:6 დათმო.

ამ სალიცენზიო შეჯიბრებაში ქართველი ქალები არ გამოდიოდნენ, რადგან
მათ ერთი საგზური მოპოვებული აქვთ მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე. ამიტომ ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატი საბოლოოდ დასრულდა, თუმცა ტურნირის მთავარი შეხვედრები - ფინალები ქალებისა თუ ვაჟების უკლებლივ ყველა დისტანციაზე პირადსა და გუნდურში 26 მაისს გაიმართება.

ქართველი მშვილდოსნები თვის ბოლოს თბილისში საქართველოს ჩემპიონატში გამოვლენ, თუმცა ვერ გეტყვით, ისვრიან თუ არა იქ ნაკრების წევრები - ისინი 18-24 ივნისს ამერიკულ ოგდენში გასამართი მსოფლიოს თასის მესამე ეტაპისთვის ემზადებიან, რომელიც სალიცენზიო დატვირთვასაც ატარებს - უსაგზუროდ დარჩენილთათვის ცალკე ჩატარდება გუნდური პირველობა, ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას სამეულში მოხვედრილები მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული