მასში საქართველოდან ვაჟთა და ქალთა გუნდები იასპარეზებენ. ქალთა ნაკრებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე და ასმათ დიასამიძე გამოვლენ, ვაჟთაში - ლაშა ფხაკაძე, ირაკლი ქვლივიძე და თორნიკე რიჟამაძე.
19 ივნისს მორმონთა ციტადელად წოდებულ სოლტ ლეიკ სიტის ახლომდებარე ოგდენში საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართება და გაირკვევა იმ ნაკრებების ვინაობა, რომლებსაც 21 ივნისს გუნდურ სალიცენზიო შეჯიბრებაში ვიხილავთ.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანიც ეს დღეა, რადგან ლიცენზიებისთვის დავაში ორივე გუნდი ჩაებმება.
ლიცენზიის
ოგდენის ტურნირი არც ისე ძლიერია, რადგან წამყვანი გუნდების უმეტესობა ოლიმპიადისთვის საგანგებო პროგრამით ემზადება. მაგალითად, ჩინეთისა და კორეის გუნდები საერთოდ არ ჩასულან ამერიკაში.
სამაგიეროდ, ქალთა ტურნირში ყველა ის ნაკრებია, რომლებიც ჩვენსავით კვლავაც ეძებენ ლიცენზიებს - პოლონეთი, იაპონია, საკუთრივ ამერიკა, მექსიკა, გერმანია, მალაიზია... მთლიანობაში, ჩვენს ქალებს იოლი გასეირნება არ ელოდებათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"