ევროპის თასის ეტაპი: "ხელვაჩაურის" სახელით

AutoSharing Option
ამ დღეებში სოფიაში მშვილდოსანთა ევროპის თასის მეორე ეტაპი ჩატარდა, რომელშიც საქართველოდან 4 სპორტსმენი გამოვიდა: ხათუნა ნარიმანიძე, ნათია ცინცაძე, ლანა ვერულიძე და დავით ლეკვეიშვილი.

ქალთა გუნდი ხელვაჩაურის სასპორტო სკოლამ და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა დააფინანსა, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ლეკვეიშვილი კი ბულგარეთში საკუთარი ხარჯით წავიდა. როგორც ამ გუნდის მწვრთნელმა თამაზ ფუტკარაძემ გვაცნობა, რატომღაც მას საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციამ ნაკრების სახელით გამოსვლის უფლება არ მისცა. ამიტომ ტურნირში კლუბ "ხელვაჩაურის" სახელით გამოვიდა და ვერც შერეულ წყვილებში იასპარეზა.

ევროპული თასი არც ისე ძლიერი გამოდგა. ეს
მოახლოებული ოლიმპიადის ფონზე არცაა გასაკვირი. საკვალიფიკაციო ტურნირში ნარიმანიძე VI იყო, ვერულიძე - XIV, ცინცაძე - XV, ლეკვეიშვილი - XXVI.

პირადი პირველობის პლეი ოფში ოთხივე ჩვენებური პირველივე წრეში დამარცხდა - ნარიმანიძემ მომავალ ჩემპიონთან, თურქ ბეგულ ლუკლუოღლუსთან სამ სეტში 0:6 წააგო, ცინცაძემ მომავალ მესამე პრიზიორ ინნა სტეპანოვასთან ერთი პერიოდი ფრედ კი დაასრულა, მაგრამ სამში დამარცხდა - 7:1 რუსის სასარგებლოდ.

ვერულიძემ კოლუმბიელ ანა მარია რენდონთან პირველი ორი სეტის წაგების შემდეგ მესამეში იმარჯვა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და საბოლოოდ 2:6 წააგო.

ლეკვეიშვილიც კოლუმბიელთან დამარცხდა - დანიელ პინედასთან, თუმცა კი დიდი ბრძოლა გაუმართა მას და ერთი პერიოდი უგებდა კიდეც. კოლუმბიელმა პირველი სეტი მინიმალური სხვაობით მოიგო - 26:25, აი, მომდევნო ორში კი ქართველმა იმარჯვა - 26:25; 27:24. სამწუხაროდ, მომდევნო სერიებში ლეკვეიშვილი ისევ დამარცხდა და საბოლოოდ 4:6 წააგო.

ვერც ჩვენმა ქალთა ნაკრებმა იყოჩაღა გუნდურ ტურნირში. იქ სულ სამი ქვეყანა გამოდიოდა. ჩვენები კი თურქებთან დამარცხდნენ და ავტომატურად გავიდნენ მესამე ადგილზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული