ლონდონი 2012-ზე პირველი მსოფლიო რეკორდები სამხრეთკორეელმა მშვილდოსნებმა დაამყარეს

AutoSharing Option
27 ივლისს ლონდონის ოლიმპიადაზე სტარტი აიღო მშვილდოსნობის საკვალიფიკაციო ტურნირმა ვაჟთა შორის, სადაც ორი მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა.

სამხრეთ კორეის ნაკრებმა, რომელსაც ბუბმინ კიმი, იმ დონგ ჰიუნი და ო ჯჟინ ჰიკი წარმოადგენენ, გუნდური ტურნირის შესარჩევში საუკეთესო შედეგი - 2087 ქულა აჩვენა, რაც ამ თამაშებზე პირველი ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდია. კორეელებმა თავიანთი უწინდელი შედეგი 18 ბალით გააუმჯობესეს.

საკვალიფიკაციოში მეორე ადგილს ფრანგები (2012) დასჯერდნენ, მესამეზე კი ჩინელები გავიდნენ (2019).

მეოთხედფინალში პირდაპირ გავიდნენ სამხრეთ კორეის, საფრანგეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ნაკრებები. გუნდურ ტურნირში მშვილდოსნები მედლებს 28
ივლისს გაითამაშებენ.

მშვილდოსანი ვაჟების ინდივიდუალური ტურნირის საკვალიფიკაციოში სამხრეთკორეელ "რობინ ჰუდებს" ტოლი ვერავინ დაუდო - სწორედ მათ დაიკავეს პირველი სამი ადგილი. შესარჩევი იმ დონგ ჰიუნმა მოიგო, რომელმაც თავისივე მსოფლიოს რეკორდი სამი ქულით გააუმჯობესა - 699. ამასთან, მან იტალიელი მიკელე ფრანჟილის ოლიმპიური რეკორდი 15 ბალით გააუმჯობესა.

მეორე ადგილი ბუბმინ კიმმა დაიკავა (698), ო ჯჟინ ჰიკი კი მესამე იყო (690). მეოთხე ადგილზე ბრიტანელი ლარი გოდფრეი გავიდა (680).

ვაჟ მშვილდოსანთა ინდივიდუალურ შეჯიბრში პლეი ოფი სტარტს 30 ივლისს აიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული