მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა 1/32-ფინალში ჩილელ დენისე ასტრიდ ვან ლამოენს რევანში კი აუღო მსოფლიოს შარშანდელი პირველობის ფინალში მარცხისთვის, მაგრამ 1/16-ფინალში ვერაფერს გახდა კორეელ სუნგ ჯინ ლეესთან.
ჩვენებურმა ჩილელს სამივე სეტი მოუგო და 6:0 დაამარცხა, კორეელთან კი 2:6 დათმო. ესებუას ჩილელთან პრობლემები არც შეჰქმნია, მხოლოდ მესამეში ვერ მოუგო დიდი ანგარიშით, სეტებში კი 28:22; 28:26; 26:25 იმარჯვა.
მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მფლობელი კორეელი ჩილელზე ბევრად ძლიერია. წინა შეხვედრაც ლამის სულ
კორეელმა მომდევნოში უფრო დამაჯერებლად ისროლა და 29:25 მოიგო, რითაც საერთო ანგარიშში 2:0 დაწინაურდა.
ესებუამ საბოლოოდ გაიბრძოლა და მესამეში 28:27 იმარჯვა. მეოთხეც წარმატებით დაიწყო - პირველივე ისარი 10-იანში გაარტყა, მაგრამ მეტოქემაც ანალოგიურად უპასუხა. მეორე გასროლაც ერთნაირი გამოდგა - 9 ქულა; აი, მესამეში, ყველაზე კრიტიკულ მომენტში კი, რომელსაც ანგარიშის გათანაბრება შეეძლო და გადამწყვეტი, მეხუთე სეტის გამართვა გახდებოდა საჭირო, ესებუას ხელი აუკანკალდა - 8-იანში გაარტყა, კორეელმა კი 9 აჩვენა და 28:27 მოიგო.