შეგახსენებთ, რომ ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სპორტულ იარაღზეც მეხუთე იყო.
სალუქვაძემ შესარჩევ ეტაპზე 385 ქულა დააგროვა, რაც მეექვსე შედეგი აღმოჩნდა.
ჩვენებურისთვის ყველაზე წარმატებული მეორე და მესამე სერიები გამოდგა - თითო მათგანში სამიზნის შუაგულს მხოლოდ ორ-ორჯერ დააცილა და 98-98 ქულა გამოუვიდა. აი, პირველსა და, განსაკუთრებით, მეოთხეში კი ვერ დადგა მოწოდების სიმაღლეზე - 95 და 94.
საკვალიფიკაციო ეტაპი სერბმა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის გამარჯვებულმა იასნა სეკარიჩმა
აქამდე არც ერთი მათგანი განსაკუთრებული შედეგით არ გამოირჩეოდა, ახლა კი საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა.
სალუქვაძეს გერმანელთა მონღოლი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ორი ოლიმპიური ბრინჯაოსპრიზიორი მუნკბაიარ დორჯსურენი (388) და ევროპის ორგზის გამარჯვებული ფრანგი, ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი სელინ გობერვილიც (386) უსწრებდნენ, ფინალურ ოქტეტს კი 384-ქულიანები - ესპანელი სონია ფრანკო და ბელორუსთა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ვიქტორია ჩაიკა კეტავდნენ.
მოგეხსენებათ, ახალი წესებით, მსროლელებს შესარჩევის ქულები ფინალში აღარ გადაჰყვებათ და იქ ყველაფერი თავიდან იწყება.
ამით ყველაზე უკეთ სწორედ ბელორუსმა ისარგებლა, რომელმაც მართლაც თოლიასავით შეინავარდა და 199.6 ქულით ბოლოდან პირველ ადგილზე გადაფრინდა. მალაიზიელმა შეინარჩუნა მეორე ადგილი - 197.8 და ვერცხლის მედალიც დაისაკუთრა, მესამეზე კი 175.1-ით დორჯსურენი გავიდა.
სეკარიჩმა სუსტად ისროლა და საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა, ინდოელი კი მერვე აღმოჩნდა.
ამით მიუნხენის ტურნირიც დასრულდა, ჩვენებს კი უახლოესი შეჯიბრება ივლისში ელოდებათ - თვის დასაწყისში ესპანურ გრანადაში ასევე მსოფლიოს თასზე გამოვლენ, თვის ბოლოს კი ხორვატულ ოსიეკში სპორტული პისტოლეტიდან ევროპის პირველობაზე ისვრიან.
თუმცა მანამდე, უახლოეს დღეებშივე - 3-10 ივნისს, ახალგაზრდები გერმანულ ზულში ტრადიციულ დიდ საერთაშორისო ტურნირში გამოვლენ. იქაც ორი მონაწილე გვეყოლება - ლიზი კილაძე და ცოტნე მაჭავარიანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"