16 ივლისს საკვალიფიკაციო ეტაპის მხოლოდ ნახევარი ჩატარდა, რაც ჩვენებისთვის მთლად სახარბიელოდ ვერ წარიმართა.
ახალგაზრდებიდან ბიჭებმა 90 და 70-მეტრიან დისტანციებზე ისროლეს. ჯერჯერობით ჩვენგან საუკეთესო შედეგი გუნდის ლიდერ ლაშა ფხაკაძეს და ჯაბა მოსეშვილს აქვთ - 554-554 ქულა, რაც 54 მონაწილეს შორის 44-ე-45-ე ადგილებს შეესაბამება.
ოღონდ მეორე სერიაში უკეთესი მაჩვენებელი მოსეშვილს ჰქონდა - 305:303 და 44-ე ადგილსაც ის იკავებს.
სხვა შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა, ერთი ადგილით წინ ვინ დადგებოდა, მაგრამ რაკი ეს ჩვენი საუკეთესო
ამავე ასაკის გოგოებმა 70-60 მეტრზე ისროლეს. ფხაკაძის არ იყოს, 16 ივლისს ვერც ამ გუნდის ლიდერი თეონა კუტალაძე გამოირჩა - 571 ქულით 42 მონაწილეს შორის 35-ეა. ნინო დევაძე 548-ით 38-ეა, თეონა არჯევანიძე 512-ით - 39-ე. გუნდურში ჩვენი გოგოები 1631 ქულით მერვეზე არიან.
ახალგაზრდებში შერეულ წყვილს ჯერჯერობით მოსეშვილი და კუტალაძე ადგენენ. მათ ჯამში 1125 ქულა დაუგროვდათ და მე-14 ადგილზე დგანან.
ჭაბუკთა შორის ბიჭებმა ასევე 70 და 60-მეტრიანი დისტანციები მოილიეს, ჩვენებურთაგან კი შედარებით უკეთ არჩილ ფარსენაძე გამოვიდა - 622 ქულა და 33-ე ადგილი 69 მონაწილეს შორის.
ზურაბ მესტვირიშვილი და ვლადიმერ დოლიძე 601-601 ქულით 49-ე-50-ე ადგილებს იყოფენ, აკაკი ლეკვეიშვილი კი 595-ით 56-ეა.
ამ კვარტეტიდან გუნდურ ჩათვლაში სამი მოწინავის შედეგი შედის, რომლებსაც ჯამში 1824 ქულა დაუგროვდათ და ჯერჯერობით მე-10 ადგილზე დგანან.
ამ ასაკის გოგოებმა 60 და 50-მეტრიანი დისტანციები მოილიეს, ჩვენგან საუკეთესო კი ციალა ფუტკარაძეა - 621 ქულა და 23-ე ადგილი 49 მშვილდოსანს შორის.
თუ დააკვირდებით, ფუტკარაძე ჯერჯერობით ჩვენგან საუკეთესოა, მისი თანაგუნდელებიდან კი მედეა აბულაძე 45-ე (532 ქულა), ანა დუმბაძე - 47-ე (519), ხოლო ნაკრების დებიუტანტი დიანა გორგოშაძე 48-ე (505) ადგილებზე არიან. აქ მოწინავე სამეულის გუნდური შედეგი 1672 ქულაა, რაც მეათე მაჩვენებელია. ჭაბუკთა შერეულ წყვილებში ფარსენაძე და ფუტკარაძე 1243 ქულით მეცხრეზე არიან.
საკვალიფიკაციო ეტაპი 17 ივლისს დასრულდება და, იმედია, ჩვენები ბევრად უკეთ იასპარეზებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"