როგორც ვწერდით, "ქართულმა სამაიამ" - ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, იულია ლობჟანიძე საკვალიფიკაციო ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზა, სამივე ხუთეულში შევიდა, შედეგად კი ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვა.
თუმცა პლეი ოფი მარცხით დაიწყეს ბოლოადგილოსან ავსტრიასთან - პირველი სეტი 56:58 წააგეს, სამაგიეროდ, მომდევნო სამში დამაჯერებლად იმარჯვეს - 60:56, 58:57; 58:57 და შეხვედრა საერთო ანგარიშით 6:2 მოიგეს.
ნახევარფინალში ჩვენებმა უკრაინის მძლეველი ბელარუსი დაამარცხეს
ფინალში ჩვენები 28 თებერვალს ისვრიან და საჩემპიონო ტიტულს გერმანელებს შეეცილებიან. დღესვე, ტურნირის ბოლო დღეს იასპარეზებს ოქროს მედლისთვის ნარიმანიძეც და ისიც გერმანელს გაეჯიბრება - ვერონიკა ჰაიდნი-ჩკალოვას.