ქართველი მშვილდოსნები ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლს დასჯერდნენ

AutoSharing Option
ქართველი ქალები ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ სლოვენიურ კოპერში დასრულებულ მშვილდოსანთა ევროპის ზამთრის ჩემპიონატში - პირადი პირველობის ფინალში ხათუნა ნარიმანიძეც დამარცხდა გერმანელ ვერონიკა ჰაიდნი-ჩკალოვასთან (2:6) და ნაკრებმაც წააგო გუნდურის ფინალი ისევ და ისევ გერმანელებთან - 2:6.

ამის მიუხედავად, ეს ტურნირი მაინც წარმატებულია ჩვენი ნაკრებისთვის, რადგან უმედლოდ არ დარჩნენ. შეგახსენებთ, რომ ამ რანგის შეჯიბრება 18-მეტრიან დისტანციაზე იმართება და მასში ქართველ ქალთა შედეგიანი გამოსვლა ახალი არაა - ერთხელ ევროპის ჩემპიონებიც გახდნენ, უმედლოდ კი იშვიათად დარჩენილან.

თუმცა წლევანდელი ტურნირი მაინც გამორჩეულია, რადგან პირად პირველობაში პირველად
მოვიპოვეთ მედალი. აქვე გეტყვით, რომ ქალთა ნაკრებში შედიოდნენ ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე.

ახლა ჩვენებისთვის მთავარი შეჯიბრება ზუსტად ერთ თვეში, 24-28 მარტს ბერძნულ მარათონში გასამართავი ევროპის "დიდი პრიზია", სადაც ევროპული თამაშების ლიცენზიებიც გაიცემა.

შეგახსენებთ, რომ ამ პირველ თამაშებს ივნისში ბაქო უმასპინძლებს, სადაც გამოსვლის უფლება უკვე მოპოვებული აქვს ქალთა ნაკრებს, ვაჟებიდან კი - მხოლოდ ლაშა ფხაკაძეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული