ქართველ მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა რიო დე ჟანეიროს ლიცენზია მოიპოვა!

AutoSharing Option
ქართველ მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა რიო დე ჟანეიროს ლიცენზია მოიპოვა!

ქართველმა მშვილდოსნებმა (ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, იულია ლობჟანიძე) სულ რამდენიმე წუთის წინ დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, პლეი ოფის პირველ წრეში იტალიის ძლიერი ნაკრები 5:1 დაამარცხეს და მერვედფინალში გავიდნენ, რაც ავტომატურად იძლევა საგზურს.

ჩვენმა სამეულმა პირველი სეტი 54:52 მოუგო ნატალია ვალეევას, გვანდელინა სატრორისა და ელენა ტონეტას იტალიურ ტრიოს, მეორე ფრედ დასრულდა - 55:55, რითაც სეტებს შორის ანგარიში 3:1 გახდა. გადამწყვეტი მესამე სეტი გამოდგა, რომელშიც კვლავ ჩვენებმა იმარჯვეს მინიმალური სხვაობით -
55:54.

ამით იტალიელებს ღირსეული რევანშიც აუღეს ტურინში გამართულ წინა ოლიმპიადის შესარჩევ მსოფლიოს ჩემპიონატში სკანდალური მარცხისთვის, მოგებული შეხვედრა ხელმეორედ რომ ჩაატარებინეს.

ჩვენებმა ახლანდელი შედეგით გუნდურში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იტალია ულიცენზიოდ დატოვეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველმა მშვილდოსნებმა გუნდურით მოიპოვეს ოლიმპიადის საგზურები, ანუ თამაშებზეც პირველად გამოვალთ გუნდურ შეჯიბრებაში. აქამდე მხოლოდ პირადში გამოვდიოდით და ისიც 2-2 სპორტსმენით, ახლა კი სამი გვეყოლება.

დღესვე, რამდენიმე საათში ქართველები შესარჩევის მომგებ სამხრეთ კორეის ნაკრებს შეხვდებიან. დღესვე შერეულ წყვილებში ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძეც ისვრიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბრავოოოოო!!!! მიხედეთ ამ სფეროს რომელსაც სხვა სპორტის სახეობებისგან განსხვავებით კაპიკები ჭირდება და ბევრი მედლებით გაგვახარებს, ბრძოლა, იარაღი სიზუსტე (როცა არ გვკიდია) ჩვენ სისხლშია!!!! მაგრები ხართ :* :* :* :*
irakli apkhaidze
13:07 28-07-2015
0
კურტანიძეს არ კითხოთ არაფერი ეგ ხომ ქალთა სპორტის ნებისმიერ სახეობაზე/თუნდაც ჭადრაკზე/უბრალოდ აცრილია!
sano
15:08 28-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული