საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები პოლონურ ვროცლავში მიმდინარე მსოფლიოს თასის ფინალშია.
ვროცლავში დღეს გუნდური შეჯიბრება მიმდინარეობს, რომელშიც ჩინებულად გამოვიდა ჩვენი სამეული: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძე.
პირველ წრეში მათ ირანს 5:3 მოუგეს (55:55; 58:54; 55:57; 54:48), მეორეში გერმანიის ძლიერ გუნდს 5:1 აჯობეს (57:57; 56:53; 55:52), ნახევარფინალში კი ამ სეზონში უკვე მერამდენედ მოუგეს იტალიას, თანაც, მშრალი ანგარიშით, 6:0 (57:48; 55:47; 51:48).
მართალია, იტალია სრულიად გადახალისებული გუნდით გამოდიოდა და ტრადიციული სამეულიდან ამჯერად არავინ ჰყავდა, მაგრამ
ფინალში ჩვენები აშშ-ს შეხვდებიან, რომელსაც ამჯერად არ ჰყავს ერთადერთი ლიცენზირებული ჩუბინი, ქართველი ოლიმპიური პრიზიორი ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი). ამერიკამაც საკმაოდ რთული გზა გაიარა - მოუგო იაპონიას და ჩინეთს, რომელმაც, თავის მხრივ, მსოფლიოს ახალი ჩემპიონი რუსეთი გააგდო.
ფინალური პაექრობები უკლებლივ ყველა დისციპლინაში 16 აგვისტოს გაიმართება, მათ შორის - გუნდურშიც და პირად პირველობაშიც, სადაც ესებუა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე კი გერმანელი ელენა რიხტერი იქნება.
აქ ერთი ჩასწორებაა--ამერიკელებს ჰყავთ გუნდში ხათუნა ლორიჯი. ხათუნა აქ იყო ერთი კვირა და აქედან გაემგზავრა შეჯიბრზე