საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა პოლონურ ვროცლავში, მსოფლიოს თასზე.

დღეს ჩვენებმა ფინალური შეხვედრა 0:6 წააგეს აშშ-ს გუნდთან, რომელთა რიგებშიც ქართველი ოლიმპიური პრიზიორი ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) გამოდიოდა.

შეხვედრა ამერიკელთა უპირატესობით დაიწყო და მათ პირველი ორი სეტი დამაჯერებლად მოიგეს: 53:49; 54:51. ჩვენებს შეხვედრის გადარჩენის რაღაც შანსი მესამეში მიეცათ, თუმცა ამერიკელებმა შესანიშნავი გამოსვლით ამის საშუალებაც არ მისცეს - პირველი სამ-სამ გასროლის შემდეგ ანგარიში 26:26 იყო, ჩვენებმა მომდევნო სამი ისრიდან ორი ათიანში მოარტყეს, ერთიც - 9-იანში, თუმცა ამერიკელებმა ისარი ისარში დაასვეს,
სამივე ცდა 10-ინაში მოარტყეს და 30 ქულა დააგროვეს. ამ სეტში მათ 56:55 იმარჯვეს.

ჩვენი გუნდიდან უდაოდ გამოსარჩევია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ვინც სტაბილურად იასპარეზა და 6 ისრიდან 4 9-იანში მოარტყა, თითოჯერ კი 8 და 10 ჰქონდა.

იულია ლობჟანიძემ და ხათუნა ნარიმანიძემ 2-2-ჯერ 7-იანებშიც გაარტყეს, თუმცა ლობჟანიძემ ორჯერ 10-იანიც მოინადავლა.

დღეს, თბილისის დროით 17.45 საათზე ესებუა პირად პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ ელენა რისტერს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული