იქ ნაჩვენები შედეგებით დაკომპლექტდა ქვეყნის ნაკრები, რომელმაც წარმატებით იასპარეზა მინგეჩაურში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თასზე. ტურნირში ჩვენებურებთან ერთად მასპინძლები, უკრაინელები, რუსები და თურქებიც გამოდიოდნენ.
შესანიშნავად იასპარეზა 17 წლის დუშელმა ეკა შაბურიშვილმა. ერთადგილიანი ბაიდარათი მან უფროსებში მოსინჯა ძალები - 200, 500 და 1000 მეტრზე ვერცხლის მედლები მოიპოვა. სამივე დისტანციაზე მას უკრაინელმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტმა ინა ოსიპენკო-რადოვსკაიამ გაუსწრო.
უმცროს ასაკში (1996-97 წლებში დაბადებულები) ერთი ოქროს და ორი ვერცხლის
აკადემიურ ნიჩბოსნობაში ქართველმა სპორტსმენებმა სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს. უმცროს ასაკში ერთადგილიანი ნავით 12 წლის თბილისელმა გიორგი ჯიქიამ 1000 მეტრზე ყველას აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. 1500 მეტრზე ახალგაზრდებში ფოთელებმა - გელა ქოიავამ, ნიკა ქავთარაძემ, გიორგი კუჭავამ და პეტრე ქავთარაძემ ოთხადგილიანი, წყვილმოსასმელიანი ნავით პირველი ადგილი დაიკავეს. ძმებმა ქავთარაძეებმა მეორე ოქრო, ასევე 1500 მეტრზე, ორადგილიანი, წყვილმოსასმელიანი ნავით მოიხვეჭეს.
უფროს ასაკში გამოდიოდა მცხეთელთა კვარტეტი - გიორგი მოთიაშვილი, ოთარ მოთიაშვილი, გიორგი მუხათგვერდელი და გიორგი თოფურია ოთხადგილიანი, წყვილმოსასმელიანი ნავით მესამეზე გავიდნენ.
თანაგუნდელებს არც კანოისტები ჩამორჩნენ: დუშელმა მალხაზ ჭინჭარაშვილმა ჭაბუკებში 200 მეტრზე ყველა დაჯაბნა, 500 მეტრზე კი ვერცხლის მედალი ხვდა - მას აქ ბაქოელმა ნიკიტა საბლინმა მიასწრო ფინიშთან. ორადგილიანი კანოეთი 1994-95 წლებში დაბადებულმა გიორგი შაბურიშვილმა და გიორგი ჭინჭარაშვილმა (ორივე - დუშეთი) უფროსებში იასპარეზეს და 200, 500 და 1000 მეტრზე ბრინჯაოები დაისაკუთრეს.
ჩვენებურებს მასპინძლებმა აჯობეს. საგულისხმოა, რომ პირველ ადგილზე გასული ბაქოელთა ეკიპაჟი (სერგეი ბეზუგლი-მაქსიმ პროკოპენკო) ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მფლობელია. მეორე ადგილი ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორებს - ალექსეი კუპინსა და იგორ ბერესტიანოვს ერგოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"