პავოლ და პეტერ ჰოშორნერების ბატონობის ეპოქის დასასრული

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაამთავრეს ნიჩბოსნური სლალომის წარმომადგენლებმა და სწორედ 2 აგვისტოს დასრულდა ორადგილიან კანოეში სლოვაკი ტყუპი ძმების - პავოლ და პეტერ ჰოშორნერების ბატონობა.

ეს ბრწყინვალე სპორტსმენები ზედიზედ ხდებოდნენ სიდნეის, ათენისა და პეკინის თამაშების ჩემპიონები და ლონდონში მეოთხე ოქროს აღების იმედი ჰქონდათ, მაგრამ ბრიტანელებთან წააგეს არა მარტო პირველი, არამედ მეორე ადგილისთვის ბრძოლა.

ჩემპიონები ეტიენ სტოტი და ტიმ ბელი გახდნენ. ფინალში ისინი პირველები გამოდიოდნენ და მათი დრო სხვებისთვის ორიენტირი გახდა.

მასპინძლებმა ტრასა უშეცდომოდ გაი
არეს და თავიდანვე ფავორიტებად იქცნენ. ერთადერთი წყვილი, რომელიც ასევე არ შეხებია არცერთ კარს, მეორე ბრიტანული ეკიპაჟი იყო დევიდ ფლორენსისა და რიჩარდ ჰოუნსლოუს შემადგენლობით, მაგრამ მათ ოდნავ დაბალი ტემპი ჰქონდათ და ამიტომაც წააგეს თანამემამულეებთან.

ფინალის დანარჩენმა მონაწილეებმა კი საჯარიმო წამები თავიდან ვერ აიცილეს. ორწამიანი ჯარიმა მიიღო ჰოშორნერების გუნდმაც და როგორც შემდეგ გაირკვა, ეს შეცდომა რომ არა, ისინი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონები გახდებოდნენ.

* * *
გუშინვე ქალები ერთადგილიანი ბაიდარებით დაშვებაში არკვევდნენ უძლიერესს. შესანიშნავად გამოვიდა ლონდონში საფრანგეთის ნაკრები - მან 2 აგვისტოს სპორტის ამ სახეობაში მეორე ოქროს მედალი მოიგო. ემილი ფერმა საკმაოდ კომფორტული უპირატესობით მოიგო პირველობა.

მეორეზე გავიდა ავსტრალიელი ჯესიკა ფოქსი, რომელიც მამამისის, ბრიტანეთში დაბადებული რიჩარდ ფოქსის საქმეს აგრძელებს. ეს უკანასკნელი, თავის დროზე, ხუთჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი.

კაცები
ორადგილიანი კანოე
ფინალი
1. ტ. ბელი/ე. სტოტი (ბრიტ) 106.41
2. დ. ფლორენსი/რ. ჰოუნსლოუ (ბრიტ) +0.36
3. პავ. ჰოშორნერი/პეტ. ჰოშორნერი (სლოვა) +1.87
4. გ. კლაუსი/მ. პეში (საფ) +2.76
5. პ. შჩეპანსკი/მ. პოხვალა (პოლ) +4.10
6. მინგაი ჰუ/იურონ შუ (ჩინ) +6.44

ქალები
ერთადგილიანი ბაიდარა (კვალ)
ფინალი
1. ემილი ფერი (საფ) 105.90
2. ჯესიკა ფოქსი (ავსტრა) +0.61
3. მაიალენ შურო (საფ) +0.97
4. შტეპანკა ჰილგერტოვა (ჩეხ) +3.26
5. ჯასმინ შორნბერგი (გერ) +5.07
6. იანა დუკატოვა (სლოვაკ) +5.70

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული