ზელანდიური დუბლი აკადემიურ ნიჩბოსნობაში

AutoSharing Option
ბოლოსწინა დღე ჰქონდათ 3 აგვისტოს აკადემიური ნიჩბოსნობის წარმომადგენლებს. გაირკვა ოთხ დისციპლინაში გამარჯვებული.

კაცებს შორის ოთხადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავებით შეჯიბრში მოულოდნელი იყო გერმანული კვარტეტის გამარჯვება.

მათ ორი სერიოზული მეტოქე ჰყავდათ: ხორვატია, რომელიც 2012 წელს დაუმარცხებელი იყო და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ავსტრალია. მიუხედავად ამისა, ფავორიტებს ვერცხლითა და ბრინჯაოთი დაკმაყოფილება მოუწიათ, გერმანელთა გუნდმა კი ამ ოლიმპიადაზე უკვე მეორე ოქრო აიღო.

ტრიუმფალური დღე ჰქონდათ ზელანდიელებს - მათ სპორტის ამ სახეობაში სამი ოქრო დაუგროვდათ. თანაც, კუნძულელები ყველა ფინალს დამაჯერებლად იგებენ.

ასე იყო ერთადგილიანი ნავებით რბოლაში, სადაც
მაჰე დრისდეილმა გაიმარჯვა და ორადგილიან ნავებში, რომელშიც მიურეიმ და ბონდმა მეორე ადგილზე გასულ ფრანგებთან ოთხწამიანი უპირატესობა დააფიქსირეს.

ცუდი დღე არც ბრიტანელებს ჰქონიათ. მათი მონაგარი გუშინ ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო იყო. საერთოდ, მასპინძლები აკადემიურ ნიჩბოსნობაზე სერიოზულ იმედებს ამყარებდნენ - შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯამში 12 მედალი მოიგეს, მათ შორის ხუთი ოქროსი, მაგრამ ამ ოლიმპიადაზე ასეთი შედეგის გამეორება უკვე აღარ გამოვა.

გუშინ, ბრიტანეთის ნაკრებს მეორე ოქრო ისევ ქალებმა მოუტანეს. კეტრინ გრეინჯერმა და ანა უოტკინსმა მოიგეს ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავებით ასპარეზობა. მათი გამარჯვება არავის გაკვირვებია - ორი წელია ეს წყვილი დაუმარცხლებლად გამოდის და ორჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი. მასპინძლებმა სტარტიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და ფინიშამდე შეინარჩუნეს ის.

სხვათა შორის გრეინჯერი ბრიტანეთის სპორტის ისტორიაშია შესული. ის პირველი ბრიტანელი ქალია, ვინც ოლიმპიადებზე სპორტის ამ სახეობაში მედალი აიღო (2000 წელს სიდნეიში).

გარდა ამისა, პირველი ბრიტანელი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე მოიგო მედალი. სამივე მედალი ვერცხლისა იყო და გუშინ, როგორც იქნა, მან ერთი საფეხურით მაღლა აიწია პოდიუმზე.

კაცები
ერთადგილიანი
ფინალი
1. მაჰე დრისდეილი (ზელ) 6:57.82
2. ონდრეი სინეკი (ჩეხ) 6:59.37
3. ალან კემპბელი (ბრიტ) 7:03.28
4. ლასი კარონენი (შვედ) 7:04.04
5. ალექსანდრ ალექსანდროვი (აზე) 7:09.42
6. მარსელ ჰაკერი (გერ) 7:10.21

ორადგილიანი (უმესაჭოდ)
ფინალი
1. ე. მიურეი/ჰ. ბონდი (ზელ) 6:16.65
2. ჟ. შარდენი/დ. მორტელეტი (საფ) 6:21.11
3. ჯ. ნეში/უ. სეტჩი (ბრიტ) 6:21.77
4. ნ. მორნატი/ლ. კარბონჩინი (იტა) 6:26.17
5. ჯ. მარბურგი/ბ. ბუკლენდი (ავსტრა) 6:29.28
6. დ. კალდერი/ს. ფრანდსენი (კან) 6:30.49

ოთხადგილიანი (წყვილმოსასმელიანი)
ფინალი
1. გერმანია 5:42.48
(კ. შულცე, პ. ვენდე, ლ. შოფი, ტ. გრომანი)
2. ხორვატია 5:44.78
(დ. საინი, მ. სინკოვიჩი, დ. მარტინი, ვ. სინკოვიჩი)
3. ავსტრალია 5:45.22
(კ. მორგანი, კ. ფორსტერლინგი, ჯ. მაკრეი, დ. ნონანი)
4. ესტონეთი 5:46.96
5. ბრიტანეთი 5:49.19
6. პოლონეთი 5:51.74

ქალები
ორადგილიანი (წყვილმოსასმელიანი)
1. ა. უოტკინსი/კ. გრეინჯერი (ბრიტ) 6:55.82
2. კ. ქროუ/ბ. პრატლი (ავსტრა) 6:58.55
3. მ. ფულარჩიკი/ი. მიხალსკა (პოლ) 7:07.92
4. მინ ვანი/ვეი ვეი ჟუ (ჩინ) 7:08.92
5. ფ. პატერსონი/ა. რეიმერი (ზელ) 7:09.82
6. მ. შუმვეი/ს. ტროუბრიჯი (აშშ) 7:10.54

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული