ამ ორსართულიან ნაგებობას საფუძველი ცხრა თვის წინათ ჩაეყარა. კეთილმოწყობის სამუშაოებს, როგორც საქართველოს აკადემიური ნიჩბოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვიტალი გრძელიშვილმა გვითხრა, მცხეთის მუნიციპალიტეტი შეასრულებს.
აქ განთავსდება ელინგი 50 ნავზე, ტრენაჟორების დარბაზი ერთდროულად 50 სპორტსმენის სავარჯიშოდ, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, ექიმისა და მწვრთნელთა ოთახები, სასადილო 50 კაცზე.
მშენებლები სანიჩბოსნო ბაზის საექსპლუატაციოდ გადაცემას 14 ოქტომბერს - მცხეთობის ტრადიციულ დღესასწაულზე აპირებენ.
"მშენებლობა ხარისხიანად და ისეთი ტემპით
ეს იქნება საქართველოში საუკეთესო სანიჩბოსნო ბაზა არა მარტო სავარჯიშოდ, არამედ მნიშვნელოვანი შეჯიბრებების ჩასატარებლად, რაც ჩვენს სპორტსმენებს საერთაშორისო სარბიელზე წარმატებების მიღწევაში დაეხმარება", - გვითხრა ვიტალი გრძელიშვილმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"