U23. მსოფლიოს ჩემპიონატი: მურმან მალანიამ კანოეთი ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბელორუსის დედაქალაქში, ახალგაზრდა და 23 წლამდე ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ოთხმა წარმომადგენელმა იასპარეზა.

მათგან შესანიშნავი შედეგი აჩვენა ფოთელმა მურმან მალანიამ. ახალგაზრდებს შორის 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი მან ვერცხლის მედალი მოიპოვა: საკვალიფიკაციო გაცურვისას მურმანმა დისტანცია 41.663 წამში დაფარა და ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა. იქ შედეგი (43.139) გააუარესა, მაგრამ რვა მეტოქეს მაინც აჯობა და პირველი ადგილით A ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტი პაექრობისას მალანია 200-მეტრიანი დისტანციის ფინიშზე 41.046 წამით მეორე იყო - ქართველ კანოისტს რუსმა ალექსანდრ ტუტაევმა (40.992) გაუსწრო.

ფაქტობრივად, ერთი თვის
წინათ ბულგარულ პლოვდივში გამართული ახალგაზრდა და 23 წლამდე ნიჩბოსანთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი გამეორდა. მაშინაც ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრზე მალანიას ტუტაევმა 0.012 წამით აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა. ფოთელ სპორტსმენს მაშინაც ვერცხლი ერგო. მინსკში ერთადგილიანი კანოეთი მესამე ადგილი უნგრელმა კონრად ნემედიმ (41.887) დაიკავა.

ახალგაზრდებში ერთადგილიანი კანოეთი ორ დისტანციაზე იასპარეზა დუშელმა მარი ქერდიკაშვილმა: 500 მეტრზე მან წინასწარი გაცურვისას (2.27,423) და ნახევარფინალში (2.24,136) მესამე ადგილები დაიკავა, A ფინალში კი 2.29,551-ით მე-8 ადგილზე გავიდა. ჩემპიონობა ბელორუსმა ალიონა ნაზდროვამ (2.16,891) მოიპოვა. ქერდიკაშვილი 200 მეტრზე საკვალიფიკაციოში (52.836) მეხუთე იყო, ნახევარფინალში კი მე-9 ადგილს (59.523) დაჰყაბულდა. ამავე ასაკში გამოდიოდა ერთადგილიანი კანოეთი 1000 მეტრზე იური ბერაშნევიჩი, რომელსაც B ფინალში (4.14,037) მე-4 ადგილი ერგო.

23-წლამდელებში იასპარეზა ერთადგილიანი კაიაკით (ბაიდარა) თბილისელმა ბადრი ყაველაშვილმა. 200 მეტრი საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 36.099 წამში დაფარა და ნახევარფინალში მე-3 შედეგით შევიდა. მეორე გაცურვისას ოდნავ უარესი დრო (37.586) აჩვენა და მე-5 იყო, B ფინალში (37.325) მე-7 ადგილი დაიკავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აქაც წამოვიდა! აუცილებლად იქნება სიხარულები...
კარგია!
12:00 01-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული