სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ნახევარფინალი რონის გარეშე

AutoSharing Option
შეფილდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა ნახევარფინალისტი გამოვლინდა. მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულა გამოსვლა ფავორიტმა რონი ო'სალივანმა, რომელმაც ჩინელ დინ ჯუნჰუსთან წააგო.

სამშაბათის პირველი ორი სესიის შემდეგ, რონი 6:10-ს აგებდა (მეოთხედფინალში ბრძოლა 13 მოგებამდეა). ო'სალივანმა მესამე სესია ზედიზედ ორი მოგებით დაიწყო, მე-20 ფრეიმში კი ტურნირზე ყველაზე გრძელი სერია შეასრულა - 146 ქულა. მაგრამ ქამბექისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დინმა მოიგო საჭირო ორი პარტია და ნახევარფინალში გავიდა - 13:10.

1/4 ფინალი
რონი ო'სალივანი-დინ ჯუნჰუ 10:13
I სესია: 0-79, 12-128, 7-77, 79-11, 99-0, 102-16, 69-76,
107-19
II სესია: 40-87, 84-42, 31-64, 36-82, 0-120, 35-68, 0-87, 104-0
III სესია: 68-43, 97-0, 0-96, 146-0, 5-91, 73-63, 0-133

კაირენ უილსონი-ჯონ ჰიგინსი 6:13
I სესია: 1-72, 5-94, 67-31, 92-0, 36-53, 62-15, 17-63, 9-67
II სესია: 0-129, 49-67, 86-42, 0-74, 0-135, 97-0, 45-71, 4-71
III სესია: 28-84, 62-27, 37-74

მარკ სელბი-მარკო ფუ 13:3
I სესია: 71-0, 84-36, 82-0, 97-0, 94-0, 17-77, 41-77, 75-42
II სესია: 78-0, 76-34, 65-32, 132-0, 139-0, 57-70, 143-0, 69-28

ბარი ჰოუკინსი-სტივენ მაგუაირი 13:9
I სესია: 25-82, 88-40, 65-41, 98-4, 71-43, 79-27, 57-68, 21-66
II სესია: 116-0, 40-81, 7-69, 18-59, 93-4, 83-4, 46-56, 83-37
III სესია: 0-135, 11-65, 126-0, 81-35, 69-29, 77-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სტატიის ავტორს მივმართავ, ვიცი რომ კარგი ჟურნალისტი ხართ მაგრამ შეგახსნებთ რომ სნუკერი მხოლოდ რონი ოსალივანი არ არის, აქ არის ჰიგინსი, სელბი, ჰოუკინსი და თუნდაც მარკო ფუ, მათზეც შეიძლება ცოტა უფრო მეტი ინფორმაციის დაწერა, მითუმეტეს რომ ჰიგინსს და სალივანს ტიტულები დაახლოებით ერთი ოდენობის აქვთ, იმედი მაქვს გაითვალისწინებთ
სნუკერის მოყვარული
07:09 28-04-2017
0
სალივანი 5-გზის მსოფლიო ჩემპიონია, ჰიგინსი 4-გზის და მასტერსების მოგებათა რაოდენობითაც უსწრებს სალივანი. დღეს კი რეიტინგის პირველი ნომერი სელბია, რომელსაც თვით სალივანი მიიჩნევს დღესდღეობით ყველაზე ძლიერ(ყველა ასპექტში თანაბრად ძლიერ) სნუკერისტად. აქ არ შეიძლება არ აღინიშნოს ჯად ტრამპი, რომელმაც პირველივე ტურში წააგო შავკანიან სნუკერისტთან(გვარი არ მახსოვს), სადაც 5-0-ს იგებდა, მაგრამ რაღაც დაზიანება მიიღო. ერთერთი ფავორიტი რათქმაუნდა რონის მომგები ჩინელი დინ ჯუნჰუ, მაგრამ არა მგონია სელბის მოუგოს, რომელიც ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონობას უმიზნებს. მოკლედ ვისაც სნუკერი უყვარს უყურეთ ევროსპორტს და ისიამოვნებთ. ჟურნალისტებს კი ვთხოვ ცოტა მეტად გააშუქონ ეს ლამაზი სპორტის სახეობა.
murtalo
16:19 28-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული