სნუკერი: მარკ სელბი მესამედ

AutoSharing Option
33 წლის ინგლისელი მარკ სელბი კარიერაში მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. შთამბეჭდავი ქამბექის წყალობით, მან შეძლო შარშან მოპოვებული ტიტულის შენარჩუნება.

ფინალის პირველ დღეს, სელბი 2:6 და 4:10 იყო ჩამორჩენილი და საბოლოოდ, პირველი ორი სესიის შემდეგ, ის ჩამორჩენილი იყო რეიტინგის მესამე ნომერთან ჯონ ჰიგინსთან - 7:10.

მეორე დღეს, მესამე სესიისას, სელბი ჯერ დაეწია მოწინააღმდეგეს, შემდეგ გაუსწრო და სამი ფრეიმის შემდეგ, 13:11 დაწინაურდა.

მეოთხე სესიაში სელბიმ გაზარდა უპირატესობა: 16:12, მაგრამ ჰიგინსი არ დანებდა და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. ბოლო ორი ფრეიმი მაინც მოქმედ ჩემპიონს
დარჩა და სელბიმ ზედიზედ მეორედ და ჯამში მესამედ მოიპოვა ჩემპიონობა.

მარკ სელბი-ჯონ ჰიგინსი 18:15
I სესია: 76(76)-34, 7-50, 121(58,62)-8, 0-(141)141, 40-(63)99, 1-(95)126, 54-(58)59, 33-68

II სესია: 86(86)-0, 8-60, 44-74, 69-22, 1-68, 0-(76)76, 81(81)-9, 121(121)-12, 96-17

III სესია: 76-1, 53-2, 29- (78)107, 63-40, 68(67)-19, 82(58)-0, 72(72)-0

IV სესია: 72-22, 36-74, 76(71)-1, 134(54,70)-4, 34-(88)88, 0-(111)119, 47-75, 132(131)-0, 80(75)-19

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰიგინსი კლასია...
dk
03 მაისი 2017 11:32
0
თითქმის იდეალურად ითამაშა სელბიმ, აი ჰიგინსისგან კი ასეთ ასაკში ასეთ თამაშს აღარ ველოდი
kote
02 მაისი 2017 22:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული