როგორც თათა შავლაყაძემ განმარტა, სპორტსმენს აშშ-ის დროით დაახლოებით 12:00-13:00 საათისთვის გაათავისუფლებენ.
"დღეს შუამავალი ხელს მოაწერს და დაახლოებით 12:00-13:00 საათზე გამოვა", - განაცხადა თამთა შავლაყაძემ.
ნიუ-იორკში 15 ქართველი რამდენიმე დღის წინ დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს,
ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი - შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე საპატიმროში რჩება.
- "ხურციძის საქმეში არის ვიდეო, რის გამოც მოსამართლემ თავდებით მის გაშვებაზე უარი თქვა"
მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით