შეხვედრა ტურნირ M-1 Challenge 26-ის მთავარი მოვლენა იქნება. 24 წლის გუგენაშვილმა 10 გამარჯვება ოპონენტების დანებებით მოიპოვა. გასული წელი გურამმა ბრუტალური გამარჯვებით დაასრულა და M-1 Selection-ის გამარჯვებული ამერიკელი კენი გარნერი უგონოდ დატოვა. 5 მარტს გუგენიშვილმა ქამრის დასაცავი პირველი ბრძოლა წარმატებით ჩაატარა და უკნიდან მოგუდვის წყალობით რუსი მაქსიმ გრიშინი იძულებული გახადა, დანებებოდა.
ტურნირ
"გურამ გუგენაშვილი ერთერთი ყველაზე იმედისმომცემი მძიმეწონოსანია მსოფლიოში და ის გულშემატკივრებს შესანიშნავ ბრძოლას აჩუქებს", - განაცხადა М-1-ის პრეზიდენტმა ვადიმ ფანკელშტეინმა.
მომზადებულია championat.ru-ს მიხედვით