კულმინაცია იწყება

AutoSharing Option
შეფილდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა ნახევარფინალისტი გამოვლინდა. პირველად საუკეთესო სნუკერისტთა ოთხეულში მოხვდა დინ ჯუნჰუ. მას შემდეგ, რაც "აღმოსავლელი ვარსკვლავი" მარკ სელბისთან პირველ სესიაში 5:3 დაწინაურდა, იქედან მოყოლებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. უფრო მეტიც, მეორე სესიის შედეგების მიხედვით ჩინელმა კიდევ უფრო გაიმყარა უპირატესობა - 10:6.

პირველ ეტაპზე ჰენდრის დამაჯერებლად დამარცხების შემდეგ, სელბი მოულოდნელად სათამაშო პრობლემებს წააწყდა. თუმცა ინგლისელს კარგად წააგდა მეორე სესიის შემდეგ შესვენება და სანამ დინი დაბნეული იჯდა სავარძელში, მისმა მეტოქემ ზედიზედ ოთხი ფრეიმი აიღო, რასაც ხელი შეუწყო 55,86 და
92-ქულიანმა ბრეიკებმა - 10:10!

მაგრამ ამის შემდეგ სელბიმ ვერ გამოიყენა ფსიქოლოგიური უპირატესობა, ჯუნჰუმ კი 70-წუთიანი (!) პაუზის შემდეგ პირველი ბურთი ჩააგდო და ის შეუჩერებელი გახდა - 13:10.

რონი ო'სალივანს ჩემპიონატის წინ ფსიქოლოგისგან მიღებული დახმარება მხოლოდ მეოთხედფინალამდე ეყო. თუმცა ჯონ ჰიგინსს გაუჭირდა რონის დამარცხება, ასე რომ, ინგლისელის თაყვანისმცემლებს ჯერ კიდევ რჩებათ მათი კერპის საბოლოოდ "გაცოცხლების" იმედი.

ისევე როგორც პირველი სესია, მეორეც ფრედ დასრულდა და გადამწყვეტი სესიის წინ ანგარიში იყო - 8:8. არადა, რონი ლიდერობდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო, რაშიც მეტოქეზე მეტი შეცდომა უშლიდა ხელს.

თანაბარი თამაში მესამე სესიაში გაგრძელდა. ჰინგისი წინ გავიდა, მაგრამ ო'სალივანმა 116-ქულიანი სენჩურით უპასუხა. ამის შემდეგ რონმა მეტოქის შეცდომით ვერ ისარგებლა და დაკარგა ლიდერობის დაბრუნების შანსი.

38 და 65-ქულიანმა ბრეიკებმა ჰიგინსს ორი ფრეიმით დაწინაურების საშუალება მისცა. მას უკვე ერთი პარტია აშორებდა საბოლოო გამარჯვებამდე. ეს მოგება ო'სალივანმა აჩუქა, რომელიც 54-ქულიან სერიაში შეცდა და ამას ჯონმა 67-იანი ბრეიკით უპასუხა. ჰიგინსი ნახევარფინალში გადავიდა, სადაც მარკ უილიამსთან მოუწევს შეხვედრა.

ჯად ტრამპმა გააგრძელა მსოფლიოს ჩემპიონების გაგდება. ორ სესიაში 11:2 დაწინურების შემდეგ, გრემ დოტს მხოლოდ სამი ფრეიმის მოგებისთვის ეყო ოსტატობა. შოტლანდიელი ბევრს ცდილობდა, მაგრამ 21 წლის ინგლისელი მისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა. 13:5 - ტრამპმა მორიგი სენსაცია შემოგვთავაზა და ნახევარფინალში დინ ჯუნჰუს დაუპირისპირდება.

1/4 ფინალი
მარკ სელბი-დინ ჯუნჰუ 10:13
ჯონ ჰიგინსი-რონი ო'სალივანი 13:10
გრემ დოტი-ჯად ტრამპი 5:13

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული