28-29 აპრილს შეჯიბრი საბილიარდო "რიოში" ჩატარდა. გამარჯვებისთვის სულ 128 სტუდენტი (2 გოგო და126 ბიჭი) შეეჯიბრა ერთმანეთს. საბოლოოდ გამოვლინდა ორი ფინალისტი მოთამაშე: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ზურა წერეთელი და ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი ოთარ ჩიტაია.
თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ ანგარიშით 5-4 გამარჯვება მოიპოვა ზურა წერეთელმა. როგორც ჩანს, ზურა არ თმობს პოზიციებს, რადგანაც წინა წლის ამავე ტურნირის გამარჯვებულიც ზურა გახდა.
გამარჯვებულებს
თამაშს ესწრებოდნენ სტუდენტური თვითმმართველობის წამომადგენლები.
მორიგ ტურნირს თსუს სტუდენტური თვითმმართველობა გამართავს მაგიდის ტენისში, სადაც წარმატებას ვუსურვებთ ყველა მონაწილეს.
თეონა მიშველიძე