მსოფლიოს თასისთვის მონდომებით ვემზადებოდით და, შეიძლება ითქვას, რომ ურიგოდ არ გვიასპარეზია. განსაკუთრებით თენგიზ კოშკაძემ იყოჩაღა: საკვალიფიკაციო ეტაპზე მან სტაბილურად შეასრულა სავალდებულო და ნებისმიერი ვარჯიშები და მე-5 ადგილზე გასულ უკრაინელ ოლიმპიურ ჩემპიონ იური ნიკიტინს მცირედით ჩამორჩა. კოშკაძემ ფინალშიც კარგად შეასრულა ელემენტები, მაგრამ ვარჯიშის ბოლოს სიმაღლე დააკლდა. არადა, ახალი წესებით, ამ მომენტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება: სიმაღლის დროის
კარგა ხანს წელის ტკივილის მიუხედავად, თასის გათამაშებისთვის კარგად მოემზადა ლუბა გოლოვინაც, რომელსაც ვარჯიშების სირთულის კოეფიციენტი 14,4-მდე გავუზარდეთ. სანკტ-პეტერბურგში სავალდებულო პროგრამის შემდეგ იგი მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფდა. ნებისმიერ ვარჯიშში ახალი ურთულესი ელემენტი - სამმაგი მალაყი კეცით კარგად შეასრულა, თითქოს ყველაფერი უნაკლოდ მიდიოდა, მაგრამ ბოლო მე-10 ელემენტის - ორმაგი მალაყი ორმაგი პირუეტით - შესრულებისას სიმაღლე დაკარგა და მეორე ფაზაში ფეხები ოდნავ მოხარა.ეს კომპონენტი მას სავალდებულო ვარჯიშის ბოლოს აქვს, ამიტომ მსაჯებმა გამეორებად ჩაუთვალეს და 1,6 ქულა დააკლეს. არადა, ფინალში გასულ მერვეადგილოსანს ლუბა მხოლოდ მეათედებით ჩამორჩა.
ყოველივეს მიუხედავად, კოშკაძისა და გოლოვინას გამოსვლით კმაყოფილი ვარ. 27-29 ივლისს ბატუტზე ხტომის მსოფლიო ლიდერები კანადაში ვარსკვლავთა ტურნირზე მასპინძელთა ხარჯებით არიან მიწვეული. სასიამოვნოა, რომ რჩეულთა შორის ჩვენი ბატუტისტებიც იქნებიან”.