გამორჩეულ ოსტატთა შორის იყო საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პერზიდენტი, მეშვიდე დანის მფლობელი, შიხანი კახა ბასილია. უსახსრობის გამო გუნდი არ გვყავდა ამ პრესტიჟულ ჩემპიონატზე და იგი მხოლოდ კატაში გამოდიოდა ეროვნული ნაკრების ღირსების დასაცავად. ამჯერად ქართული კარატეს თავკაცი მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.
კახა ბასილიას თქმით, ეს მან განგებ გააკეთა, რადგან გამარჯვებული სპეციალური პრიზით, ვერცხლის მედალოსანი კი სოლიდურ თანხით ჯილდოვდებოდა. ეს თანხები მხოლოდ ნაკრების დაფინანსებას მოხმარდება.
ლონდონში კახა ბასილიას მნიშვნელოვანი შეხვედრებიც
"ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, რომ ინგლისის ფედერაცია და მათი პრომოუტერები ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოთი დაინტერესდნენ. მოლაპარაკებაც შედგა შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე. სულ მალე, სექტემბერში, ინგლისიდან ბრძოლა წესების გარეშე სტილით მსოფლიოში ცნობილი საუკეთესო სპორტსმენები გესტუმრებიან.
ვიზიტის დროს ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომლის საფუძველზე საქართველო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო შეჯიბრებების კალენდარში და ჩვენც ვუმასპინძლებთ სარეიტინგო თუ მსოფლიო-ევროპის ჩემიონატებს. ეს დიდად წაადგება ქართველი მებრძოლების განვითარებას, გულშემატკივრებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იხილონ რჩეულთა მაღალი ოსტატობა. დავძენ, რომ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ სათვისტომოს ინგლისში რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ" - განაცხადა ინგლისიდან დაბრუნებულმა კახა ბასილიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"