" მესამე წელიწადია დოღი კულტურისა და სპორტის ადგილობრივი სამსახურის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ჩვენს რაიონში ქართული უძველესი ეროვნული ცხენოსნური თამაშების აღორძინებასა და პოპულარიზაციას. ორგანიზატორთა ჩანაფიქრი მართლდება და ყოველ მომდევნო წელს მოასპარეზეთა რიცხვი უწინდელთან შედარებით იზრდება"- გვითხრა სპორტის რაიონული სამსახურის უფროსმა ვაჟა ყველაშვილმა.
ახალგაზრდა ცხენოსანმა სოფელ ზღუდერიდან-ნიკოლოზ ღვინიაშვილმა-დოღში პირველობა არავის დაუთმო. მეორე და მესამე ადგილებზე რუისელი მხედრები - არსენა მიხანაშვილი და თორნიკე კაკაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"