"ოსაკას წესის" თანახმად, ის სპორტსმენები, რომლებიც მინიმუმ წელიწადნახევრით დაისჯებოდნენ დოპინგის გამოყენებისთვის, ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე ვერ შეძლებდნენ გამოსვლას.
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში განთავსებულმა სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა არასამართლებრივად შემოიღო ეს წესი 2008 წლის ივნისში. "ოლიმპიური ქარტიის 45-ე წესი ამიერიდან გაუქმებულია და არ გააჩნია კანონიერი ძალა", - წერია სასამართლოს ოფიციალურ პრესრელიზში.
ასეთი გადაწყვეტილება ამერიკელი მორბენლის ლაშონ მერიტის (ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი) სარჩელის შემდეგ მიიღეს. მერიტს ძველი
ბუნებრივია, საარბიტრაჟო სასამართლოს ეს დადგენილება ყველაზე მეტად რუსეთს აწყობდა ხელს, რადგან ამ ქვეყნის სპორტსმენები შარშან მასიურად ჩავარდნენ დოპინგზე.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა დაპირდა სპორტსმენებს, რომ კიდევ უფრო გაამკაცრებს მომავალში სადოპინგო კანონებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"