ჰოლანდიის ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონი და MLB-ის კლუბის "სიეტლ მარინერსის" წევრი გრეგ ჰალმანი ორშაბათს ჰოლანდიაში დანით მოკლეს. სპორტსმენის ოჯახმა დაადასტურა მისი სიკვდილი. ამ საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ უკვე დააპატიმრა ბეისბოლისტის 22 წლის ძმა. ინციდენტის დეტალების შესახებ არაფერს იტყობინებიან.
24 წლის ჰალმანმა 2004 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით ხელი მოაწერა "სიეტლთან" კონტრაქტს. გასულ სეზონში ის ამ გუნდის სარეზერვო აუტფილდერად ითვლებოდა.
ჰალმანი ჰარლემში დაიბადა. 2007 წელს ის ჰოლანდიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში
დაეხმარა. მისი მამა და ორივე ძმა ასევე ბეისბოლით იყვნენ დაკავებული, გრეგის და კი პროფესიონალი კალათბურთელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"