რა ახლოს იყო კვარცხლბეკი

AutoSharing Option
გუშინ ბირმინგემში დამთავრდა ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატი. შეჯიბრების ბოლო ოთხი დღე ახალგაზრდა სპორტსმენებს დაეთმო.

უკვე გაუწყეთ, რომ 17-18-წლიანთა სინქრონულ ხტომებში ნანა გოგაშვილმა და თამარ კაკაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

სხვა ასაკში ქართველი ათლეტები ახლოს იყვნენ ბრინჯაოს მედალთანაც, თანაც ორჯერ: 13-14 წლიანებში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ანა ოდიშვილი ფინალში პირველი შედეგით შევიდა.

იქ კი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა და მე-4 ადგილს დასჯერდა, თანაც მე-3 ადგილზე გასულ იაპონელ იუკი ნაკამურას 0.195 ქულით ჩამორჩა. ანას სინქრონულ ხტომებში თეონა ჯანჯღავასთან ერთად შეეძლო ბრინჯაოსთვის გამოეკრა ხელი,
მაგრამ 42.500 ქულით ჩვენი დეუტი მე-4 ადგილზე გავიდა: თეონას და ანას ფრანგებმა - ბრეგატამ და ლაბრუსმა 0,3 ქულით აჯობეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული