ტაიგერი მარტოხელაა

AutoSharing Option

მსოფლიოს ნომერ პირველმა გოლფისტმა ტაიგერ ვუდსმა და მისმა მეუღლემ, შვედმა მოდელმა ელინ ნორდეგნერმა ოფიციალურად გააფორმეს განქორწინება.

გაყრა გუშინ, ფლორიდის ერთ-ერთ სასამართლოში გაფორმდა. ინფორმაცია დაადასტურა ტაიგერის ადვოკატმაც. "სამწუხაროა, რომ ჩვენი ქორწინება დასასრულს მიუახლოვდა. მომავალში ერთმანეთს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ", - წერია ერთობლივ განცხადებაში. განქორწინების შემდეგ წყვილის ორი შვილის აღზრადზე მშობლები თანაბრად იზრუნებენ. რაც შეეხება ქონების გაყოფის დეტალებს, განცხადებაში ამის შესახებ არაფერი წერია.

ვუდსისა და ნორდეგრენის განქორწინებას წინ უძღოდა სექს-სკანდარი, რომელშიც გოლფისტი გაეხვა. კერძოდ, გამოაშკარავდა ტაიგერის მრავალრიცხოვანი კავშირები უცხო ქალებთან, რის გამოც ლეგენდარულ

სპორტსმენს სპეციალურ კლინიკაში სექსუალურ დამოკიდებულობაზე მკურნალობაც კი მოუხდა. ელინმა ქმარს ღალატი ვერ აპატია და ვუდსის თხოვნის მიუხედავად, განქორწინება გადაწყვიტა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული