ვუდსმა ნავსი გატეხა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელმა გოლფისტმა, ტაიგერ ვუდსმა კალიფორნიაში Chevron World Challenge-ის ტურნირი მოიგო. ამ შეჯიბრებაში გამარჯვება პირველია ვუდსისთვის პროფესიულ ტურში ბოლო ორი წლის განმავლობაში.

ამ ორი სეზონის განმავლობაში ტაიგერის სახელს უამრავი სექსუალური სკანდალი უკავშირდება, რასაც მეუღლესთან დაშორება მოჰყვა. Chevron World Challenge-ის მოგებით ვუდსს კარიერაში 95 გამარჯვება დაუგროვდა.

ერთ დროს მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო გოლფისტი ბოლო ორი წლის განმავლობაში 52-ე ადგილამდე დაქვეითდა. ამერიკელმა ზედიზედ 26 ტურნირი წააგო, ხოლო მასთან სარეკლამო კონტრაქტი გაწყვიტა არაერთმა მსხვილმა კომპანიამ.

ვუდსის პიროვნების მიმართ ინტერესის კლება გამოწვეულია 2009 წელს აგორებული
სკანდალით. მაშინ ამერიკულ პრესაში დაიბეჭდა მისი პირადი ცხოვრების დეტალები, კერძოდ, რამდენიმე ქალბატონის აღიარება, რომლებთანაც გოლფისტი თავის მეუღლეს ღალატობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული