მაგიდის ჩოგბურთში მეცადინეობა, თუკი ადგილებზე მოინდომებენ, ყველგანაა შესაძლებელი. წლევანდელმა საქართველოს ჩემპიონატმა 200-ამდე რჩეულ სპორტსმენს მოუყარა თავი თბილისში, თუმცა სპორტკომპლექს "არენას" ჭერქვეშ მათ შორის ვერ ვიხილეთ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენლები.
თბილისი და ბათუმი მაგიდის ჩოგბურთის ადგილის დედად ითვლება საქართველოში და ტრადიცია წარმატებით გრძელდება. სწორედ თბილისელებმა და ბათუმელებმა მოიპოვეს ყველაზე მეტი ადგილები საპატიო კვარცხლბეკზე.
მონაწილეთა ასაკი არ იყო შეზღუდული. ოღონდ ეგაა, პატარებმა ჯერ თანატოლებში გაარკვიეს ურთიერთობა
გაგაცნობთ გამარჯვებულებს და პრიზიორებს.
უმცროსი კადეტები. ბიჭები: 1. ლევან პავლიაშვილი, 2. ლაშა ლომია, 3. ჯარჯი ღვინიანიძე (სამივე - თბილისი);
გოგონები. 1. ანი ფიროსმანიშვილი, 2. ელენე წიკლაური (ორივე - თბილისი), 3. მარიამ მუმლაძე (რუსთავი).
კადეტები. ჭაბუკები: 1. ზურაბ თებიძე (ბათუმი), 2. ლევან პავლიაშვილი, 3. დავით მიქაძე (ბათუმი).
გოგონები: 1. თეონა თვაური (თბილისი), 2. ანა ნიკოიანი (ბათუმი), 3. ლიზი კახაბრიშვილი (თბილისი).
იუნიორები. ჭაბუკები: 1. ბექა ტაბაღუა (ბათუმი), 2. გიორგი კოპლატაძე, გრიგოლ ბაბუნაშვილი (ორივე - თბილისი).
გოგონები: 1. თინათინ გრაკალიშვილი, 2. სალომე სოლაშვილი, 3. თეონა თვაური (სამივე - თბილისი).
დიდები. ვაჟები: 1. ბექა ტაბაღუა, 2. კოტე ხარატი (თბილისი), 3. აკოფ მანუკიანი (ბათუმი).
ქალები: 1. მარიამ გოგოჭური, 2. თინათინ გრაკალიშვილი, 3. თეონა თვაური (სამივე - თბილისი).
წყვილები. ვაჟები: 1. კოტე ხარატი - ვანო სალუქვაძე (თბილისი), 2. ბექა ტაბაღუა - ზურაბ თებიძე (ბათუმი), 3. დავით დავითიძე - აკოფ მანუკიანი (ბათუმი).
ქალები: 1. თეონა თვაური - თინათინ გრაკალიშვილი, 2. მარიამ გოგოჭური - სალომე სოლაშვილი, 3. ვერიკო გურიელიძე - ანა ნიკოიანი (ბათუმი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"