წინასწარ შეხვედრებში 52 მონაწილიდან შეირჩა 16 უძლიერესი, რომლებმაც ფინალურ ეტაპზე ოლიმპიური სისტემით იასპარეზეს.
საქართველოს ჩემპიონის წოდება მოიპოვა დავით ავაკიანმა, რომელმაც ამ ტიტულის მრავალგზის მფლობელ ომარ გელაშვილს 7-3 მოუგო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ნოდარ ბაქრაძემ 7-4 აჯობა გიორგი კორძაიას.
ჩემპიონატი საქართველოს ბილიარდის ეროვნულმა ფედერაციამ ჩაატარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"