- სპორტის სამინისტროს, პირადად მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილის დახმარებით დავუკავშირდით ახალგაზრდა კორეელ მწვრთნელს, თავისი ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონსა და მსოფლიო უნივერსიადის პრიზიორ სო იონ ლის, - გვითხრა საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის
გვაქვს ერთი სიახლეც: ბოლო დროს მჭიდრო კონტაქტები დავამყარეთ ევროპის ჩოგბურთის ფედერაციასთან, რომელმაც საკმაოდ ძვირად ღირებული ჩოგბურთის ექვსი მაგიდა გამოგვიყო მთელი კომპლექტით. აპრილის ბოლოს იქაური წარმომადგენელიც გვეწვევა და ჩვენს მწვრთნელებთან თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გამართავს.
- უწინ საქართველოში მაგიდის ჩოგბურთის უმთავრეს კერებს ბათუმი და თბილისი წარმოადგენდა. დღეს რა მდგომარეობაა?
- ნაკრები გუნდების დასაკომპლექტებლად ძირითად წყაროდ, ალბათ, ისევ ეს ორი რეგიონი დარჩება, მაგრამ ახლახან თბილისში გამართულმა შეჯიბრებამ დაგვანახვა, რომ პერიფერიებშიც გვყავს ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდები.
დღეისთვის მაგიდის ჩოგბურთის ჯგუფები მუშაობს თბილისში, აჭარაში, რუსთავში, ქუთაისში, ლანჩხუთში, აბაშასა და ზესტაფონში. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ინვენტარის შეძენას გვპირდება, რის შემდეგაც გეოგრაფიას გავზრდით; მით უმეტეს, რომ კორეელი იონ ლის დახმარებით სპეციალისტთა დეფიციტი არ გვექნება.
- შეჯიბრებებს თუ გეგმავთ?
- აუცილებლად. აპრილის დასაწყისში თბილისის პირველობას გავმართავთ ოთხ ასაკში. მერე საქართველოს ჩემპიონატსაც ჩავატარებთ.
ჯერჯერობით უცხოურ ტურნირებზე გამგზავრებას მოვერიდებით - არ გვინდა, შეჯიბრებებზე ტურისტებად მოგვნათლონ: სათანადოდ მოვძლიერდებით და საერთაშორისო სარბიელზე თავის გამოჩენის დროც მოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"