ქართველი უშუისტების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ევროპის უშუს მე-14 ჩემპიონატი გაიმართა, სადაც 27 ქვეყანა მონაწილეობდა.

შეჯიბრი მიმდინარეობდა ორი მიმართულებით: საჩვენებელ ტაოლუსა და კონტაქტურ ორთაბრძოლა - სანდაში.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მონაწილეობა მიიღო საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებმა: გიორგი მჭედლიშვილი, მარიამ თურმანიძე, შოთა გაბრიაძე, კონსტანტინე ქობულაძე, მიხეილ შოთაძ, ივანე ბოჭორიშვილი, გიორგი ბარბაქაძე, მანუჩარ კვაშილავა, მაქსიმ ამბარიანი.

ნაკრებმა მოიპოვა 4 მედალი : 1) მაქსიმ ამბარიანი 75-80კგ. კატეგორია - ბრინჯაოს მედალი (აჭარა), 2) მანუჩარ კვაშილავა 48-52კგ. კატეგორია - ბრინჯაოს მედალი ( მარტვილი), 3)
მიხეილ შოთაძემ
ორ საჩვენებელ სტილში ( ნან-ცუანი, ნან-გუანი) აიღო ბრინჯაოს მედალი (ქუთაისი).

ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ბექაურმა, ვიცეპრეზიდენტმა - გიორგი ვერულიძემ და გენერალურმა მდივანმა ლაშა სუმბულაშვილმა სემინარი გაიარეს და მოიპოვეს საერთაშორისო სამსაჯო სერთიფიკატი.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული