ისტორიული მასტერსი

AutoSharing Option
ჯორჯიის შტატის ქალაქ ოგასტაში დასრულდა პროფესიული ტურის პირველი დიდი ტურნირი - მასტერსი.

ბოლო დღეს ლიდერის რანგში შეხვდა შვედი პეტერ ჰანსონი, რომელიც ერთი დარტყმით უსწრებდა ლეგენდარულ ფილ მიკელსონს. მაგრამ სკანდინავიელმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა; უფრო სწორად, მესამე პოზიცია გაიყო კიდევ სამ გოლფისტთან, რომელთა შორის სწორედ მიკელსონიც იმყოფებოდა.

სამხრეთაფრიკელი ლუის ოსტჰუიზენი ბოლო დღეს მესამე ადგილზე შეხვდა და მასტერსის ისტორიაში ერთ-ერთი ფანტასტიკური დარტყმის წყალობით ლიდერობის მოპოვება შეძლო.

მეორე ორმოზე ოსტჰუიზენმა "ალბატროსად" წოდებული დარტყმა შეასრულა - ეს ი
მას ნიშნავს, რომ მას ამ ორმოს ასაღებად სამით ნაკლები დარტყმა დასჭირდა. მასტერსის ხანგრძლივ ისტორიაში ეს არის მეოთხე შემთხვევა, როცა ასეთი ტიპის დარტყმა შესრულდა.

ამის შემდეგ ფილ მიკელსონიც ჩამოსცილდა ბრძოლას და საბოლოოდ, “მინუს 10”-ით პირველ-მეორე ადგილები ოსტჰუიზენმა და ამერიკელმა ბუბა უოტსონმა გაინაწილეს.

მათ შორის პლეი ოფი დაინიშნა და ამჯერად უოტსონის გმირობის ჯერი დადგა. მას ბოლო ორმოს გავლისას მაყურებლებში გადაუვარდა ბურთი, მაგრამ ამ რთული სიტუაციიდან ღირსეულად გამოვიდა და საბოლოოდ, დრამატულ ბრძოლაში აჯობა ოსტჰოიზენს.

უოტსონმა კარიერაში პირველი მეიჯორი მოიგო. მან ტურნირი განთესვის მე-16 ნომრად დაიწყო, ახლა კი რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებს. ამერიკელმა მასტერსის მოგებისთვის მილიონ 440 ათასი დოლარი მიიღო.

რაც შეეხება ლეგენდარულ ტაიგერ ვუდსს, რომელსაც ოთხჯერ აქვს მოგებული მასტერსი, მან კარიერაში ყველაზე სუსტი მეიჯორი ითამაშა და ერთხელ ტბაში გადაუვარდა ბურთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული