ბატუტზე ხტომა: ქართველი გოგონები ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ

AutoSharing Option
11 აპრილს სანკტ-პეტერბურგში დაიწყო ბატუტზე მხტომელთა 23-ე ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

ასპარეზობის სტარტზე სპორტსმენებმა სინქრონულ ხტომებში მოსინჯეს ძალები. საკვალიფიკაციო ეტაპზე ანა ოდიშვილმა და თეონა ჯანჯღავამ 77.900 ქულით მე-5 ადგილი დაიკავეს და ახალგაზრდებს შორის ფინალში (14 აპრილს) ასპარეზობის უფლება მოიპოვეს (საგულისხმოა, რომ ჩვენი გოგონები შარშან ბირმინგემში მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-4 ადგილზე გავიდნენ).

1. მარია ლონი-ლიზავეტა კოზლოვა (ბელარუსი, 80.900), 2. კარმენ შნეიდერი-აილენ როსლერი (გერმანია, 79.600), 3. სუსანა კოჩესოკი-იანა პავლოვა (რუსეთი, 79.500), 4. მეგან პეტი-რიანა ანდრეუ (დიდი ბრიტანეთი, 78.600).

ქალებში ანა დოღონაძისა
და ჯესიკა სიმონის (გერმანული) წყვილი 82.700 ქულით საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-2 იყო და ფინალში ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. ალემანებს ბელარუსებმა - ტატიანა პიატრენიამ და სვიატლანა მაკშტაროვამ (86.000) გაუსწრეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული