ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინა - ფინალში, მაგრამ უმედლოდ

AutoSharing Option
პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანი და ლონდონის თამაშების ლიცენზიანტი ლუბა გოლოვინა სანკტ-პეტერბურგში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი იყო, მაგრამ ფინალში პოზიციები ვერ შეინარჩუნა და 53.630 ქულით მე-5 ადგილს დასჯერდა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისელი სპორტსმენი ბრინჯაოს პრიზიორს, ბრიტანელ ლაურა გალახერს მხოლოდ 0.310, ხოლო მეორეადგილოსან ვიქტორია ვორონოვას (რუსეთი) 0.410 ქულით ჩამორჩა. ჩემპიონობა ბელარუსმა ტატსიანა პიატრენიამ (55.195) მოიპოვა.

ნევისპირა ქალაქში 18-წლამდელთა ევროპის პირველობის ფინალში მესამე შედეგით შევიდა 12-წლიანებში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ანა ოდიშვილი. იქ კი (საკვალიფიკაციოს შედეგები არ შედის) 2-3 წლით უფროს მეტოქეებთან
პაექრობაში მხოლოდ მე-6 ადგილი დაიკავა.

ოქროს მედალი აქაც ბელარუსს - ლიზავეტა კაზლოვას ხვდა. ანა ოდიშვილი თანაგუნდელ თეონა ჯანჯღავასთან ერთად სინქრონული ხტომების ფინალშიც სცდიდა ძალებს ახალგაზრდებში, მაგრამ კვარცხლბეკს ვერც აქ მიუახლოვდა - მეტიც, ჩვენმა დუეტმა შეცდომა დაუშვა ვარჯიშისას და 22.2 ქულით მე-7 იყო.

რაც შეეხება ქალთა სინქრონული ხტომების ფინალს, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ანა დოღონაძემ მეწყვილე ჯესიკა სიმონისთან ერთად ევროპის ჩემპიონის ტიტული ვერ შეინარჩუნა - ბრინჯაოს დაყაბულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული